უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც ყველაზე კარგი ოჯახი იპოვა
უბედნიერესი ძაღლი, რომელმაც ყველაზე კარგი ოჯახი იპოვა
ცხოველთა მოყვარულებს და არა მარტო მათ, მეტად ხიბლავთ ისტორიები, რომლებშიც სასიკვდილოდ განწირული საცოდავი ცხოველი მოსიყვარულე პატრონსა და მყუდრო სახლს პოულობს. 

ჩვენი მორიგი ისტორიაც ძაღლს, სახელად რინკოს ეხება, რომელიც პუერტო-რიკოს ქუჩებში ლეკვობისას უპატრონოდ დადიოდა. ის დედის გარეშე იყო, არ იცოდა როგორ მოეპოვებინა საკვები და შიმშილისგან საშინლად დაუძლურებული ჩანდა, თუმცა რინკო შინაგანად მებრძოლი ლეკვი იყო და ალბათ დიდი სურვილი ჰქონდა ეპოვა მოსიყვარულე ოჯახი. ერთ დღეს ოცნებაც აუხდა.

Zooclub

რინკოს ისტორია კონკიას ზღაპარს მოგაგონებთ. ძაღლმა იპოვა ოჯახი, რომელზეც ვერც იოცნებებდა. შიმშილის, სიცივისა და მარტოობის
შემდეგ, რინკომ მართლაც, რომ დაიმსახურა ისეთი ოჯახი, როგორიც მას დღეს ჰყავს.
ძაღლი აიყვანა ადგილობრივმა ცნობილმა
მოდელმა ჯულიან შრატერმა, რომელიც თავის მეგობარ მოდელებთან ერთად ცხოვრობს.

Zooclub

"ამ დრომდე სახლში არ მყოლია ცხოველი და არც მიფიქრია ამაზე, თუმცა როდესაც რინკო ქუჩაში ვნახე, დაუფიქრებლად წამოვიყვანე სახლში."- ამბობს შრატერი.

ოჯახის სამივე წევრი რინკორნს განსაკუთრებულად უვლიან და ანებივრებენ. მას ინსტაგრამზე გვერდიც კი გაუკეთეს, სადაც ძაღლი მოდელებთან ერთად პოზირებს.

"რინკორნი ძალიან თბილი ძაღლია, იოლად ითვისებს, რასაც ვასწავლით. ვგრძნობ, რომ ძალიან ბედნიერია ჩვენთან ერთად."- ამბობს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები

კატები წნევას დაბლა სწევენ და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებენ

რითი გვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?