უპატრონო ძაღლების ხროვამ გოგონები მძარცველებისგან იხსნა
უპატრონო ძაღლების ხროვამ გოგონები მძარცველებისგან იხსნა
როდესაც დებს მძარცველები თავს დაესხნენ, სიახლოვეს არაერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, ძაღლების გარდა, დახმარების ხელი არავინ გაუწოდა.

ინციდენტი როსტოვის ოლქში (რუსეთი) ორი კვირის წინ მოხდა. შუადღეს 19-ისა და 16 წლის გოგონები მაღაზიაში მიდიოდნენ, გზაში მობილურით თამაშობდნენ, ამიტომ ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ მიუახლოვდნენ საეჭვო ადამიანები, რომლებმაც სმარტფონი მოითხოვეს. უფროს გოგონას ხელი კისერში ძლიერად მოუჭირეს, წაართვეს ჩანთა, ხოლო უმცროსს - აიფონი.

დები ყვიროდნენ, ითხოვდნენ დახმარებას, თუმცა, თვითმხილველები გულგრილად აგრძელებდნენ გზას.

"ძალიან შემეშინდა, ჩემი და ყვიროდა, მაგრამ არავინ დაგვხმარებია. უეცრად ახლო მდებარე მშენებლობიდან ძაღლების ხროვა გამოვარდა. უპატრონო ცხოველები თითქოს ჩვენს
დასახმარებლად მოვიდნენ. ისინი აგრესიულად უყეფდნენ მძარცველებს და გარშემო წრე გააკეთეს. დამნაშავემ  ერთ-ერთ ძაღლს სახეში ფეხი
დაარტყა, თუმცა, ცხოველმა უკბინა და ჩვენი დაცვა განაგრძო", - ამბობს უმცროსი და.

ინციდენტის სანახავად არაერთი ადამიანი შეიკრიბა, ასევე, შეჩერდა სამარშრუტო ტაქსიც, მძარცველებმა დააგდეს მობილური, ჩანთა და გაუჩინარდნენ.

"მადლობის ნიშნად, გადამრჩენელ ძაღლებს ვუყიდეთ ორცხობილა, რძე, პური და მთელ ხროვას გავუმასპინძლდით. მადლობელი ვარ ამ ცხოველების და ვერ ვიგებ, რატომ არ დაგვეხმარა არცერთი გამვლელი, რადგან ყველა ხედავდა,  რომ თავს დაგვესხნენ", - ამბობს გოგონა.

ასევე იხილეთ:

კატამ საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი მძარცველებისგან იხსნა

მძარცველებისგან წართმეული ფული ძაღლმა დააბრუნა...ასე გადაუხადა მან პატრონს მადლობა

როდესაც მძარცველი სახლში შეიპარა, წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ძარცვის გეგმას ციყვი ჩაუშლიდა
datiko48
ცხოველები გაცილებით კეთილები არიან ვიდრე ვითომ ადამიანები,დღეს სამწუხაროდ 30 ვერცხლად გაყიდულია სული ხალხში.
Tbilisi
არ წერია რამდენი ძაღლი იყო, მარა არაჩვეულებრივი შვიდეულის დარქმევას ნამდვილად იმსახურებენ )))) ბანდიტებისგან დაიცვეს გოგონები! ))) შვიდეული თუ არა და არაჩვეულებრივები ნამდვილად არიან )) იმედია გოგონები ამ ცუგებს ხშირად მოინახულებენ ხოლმე )))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?