მასწავლებელმა ტყეში წრეზე მსხდომი უპატრონო ძაღლები შეამჩნია... ვერ წარმოიდგენთ, ვის სიცოცხლეს იცავდნენ ცხოველები
მასწავლებელმა ტყეში წრეზე მსხდომი უპატრონო ძაღლები შეამჩნია... ვერ წარმოიდგენთ, ვის სიცოცხლეს იცავდნენ ცხოველები
ძაღლები დედამიწაზე ყველაზე ერთგული არსებები არიან. მათ აღქმაში არ არსებობს გულგრილობა და ღალატი. მეტიც, ჩვენს ბინადრებს არაერთხელ გადაურჩენიათ ადამიანის სიცოცხლე.

სწორედ ეს მოხდა ინდოეთშიც, სადაც უპატრონო ძაღლებმა ჩვილი გადაარჩინეს.

ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი ულნას ჩოუდჰური (Ulnas Chowdhury) სახლის სიახლოვეს მდებარე ტყეში სეირნობდა. ის მარტოობითა და ფრინველების გალობით ტკბებოდა, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა მოესმა. ულნასი თითქმის ყოველდღე სეირნობდა ამ ადგილებში და იცოდა, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები იშვიათად დადიოდნენ.

მამაკაცი ხმას მიჰყვა და როდესაც შემთხვევის ადგილს მიუახლოვდა, დაინახა 4 ძაღლი. ისინი წრეზე ისხდნენ,
თითქოს რაღაცას იცავდნენ. ულნასი ცხოველების სიახლოვეს მივიდა და გაკვირვებისგან ადგილზე გაშეშდა - ძაღლები პლედში გახვეულ
პატარა ბავშვს იცავდნენ.

Zooclub

მამაკაცის გამოჩენისთანავე ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, თუმცა, არა აგრესიულად - ისინი კუდებს აქიცინებდნენ, თითქოს ადამიანის გამოჩენა გაუხარდათ და ჩვილის გადარჩენის იმედი მიეცათ.

მასწავლებელი გაკვირვებისგან შოკში იყო. დაბნეული ქალაქში გაიქცა, რათა დასახმარებლად მეზობლებისთვის დაეძახა. გარკვეული დროის შემდეგ მამაკაცი რამდენიმე ადამიანთან ერთად ტყეში დაბრუნდა. მათ ახალშობილი გოგონა რძით გამოკვებეს, ხოლო შემდეგ ულნასის სახლში გადაიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს.

ძაღლების საქციელით ყველა გაოცებული იყო, რადგან ისინი სახლამდე მიჰყვებოდნენ ბავშვს. მეტიც, მას შემდეგ რაც პატარა გოგონა პოლიციას გადასცეს, ცხოველები თვალს ადევნებდნენ და ღელავდნენ.

ბავშვი ექიმებმა გამოიკვლიეს. ის პრაქტიკულად ჯანმრთელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

Zooclub

"ეს საოცარი ისტორიაა. ცხოველები რომ არა, ბავშვი შესაძლოა, ტყეში დაღუპულიყო. ამ ძაღლებს მადლობა უნდა გადავუხადოთ პატარას გადარჩენისთვის. ადამიანები მადლიერნი უნდა იყვნენ ცოცხალი არსებების მიმართ, რადგან ისინი არაერთხელ მოსულან ჩვენს გადასარჩენად და ამას ყოველთვის გააკეთებენ", - ამბობს უელსი.

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი ისტორია ! როგორ გადაარჩინა სანაგვე ბუნკერში გადაგდებული ჩვილი უპატრონო ძაღლმა

გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს

ლეკვმა გადაგდებული ახალშობილი იპოვა, მეზობლები ხანძრისგან იხსნა... პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი
მანია
მრცხვენია რომ ძაღლებს სათანადოდ ვერ ვაფასებ/თ
nika
რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს,უფრო მეტად მიყვარს ძაღლები.ჰაინე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?