ორი თვის წინ, ორენმა შუა ღამეს გაიღვიძა, დაიწყო სირბილი და ყეფა, ლეკვი ეზოში გასვლას ცდილობდა. როდესაც პატრონმა - 18 წლის ენცო ჰემესმა კარი გააღო, დაინახა, რომ გვერდით მდებარე სახლის კუთხეს ცეცხლი ეკიდა. მან სასწრაფოდ გააღვიძა მეზობლები და სახანძრო გამოიძახა. ყოველივე კი ორენოს დამსახურებაა, რომელმაც დროულად ანიშნა პატრონს და ადამიანები გადაარჩინა.
ლეკვმა ქალაქის ყველა ქუჩა კარგად იცის.
მამაკაცმა საღამო ხანს ორენო და თავისი ლაბრადორი გაასეირნა. უეცრად ლეკვი შეჩერდა კუთხეში დაგდებულ ცელოფანთან და მას ყნოსვა დაუწყო.
ორენო ყეფდა და სანტოსს რაღაცას ანიშნებდა. როდესაც მამაკაცი ცელოფანს მიუახლოვდა და დახედა, დაინახა მძინარე ახალშობილი. ნათელი იყო, რომ პატარამ ცივი ღამე ქუჩაში გაატარა.
სანტოსმა პოლიცია გამოიძახა და ბავშვი სანტა-როზას კლინიკაში გადაიყვანეს.
ახალშობილს ჰიპოთერმია ჰქონდა, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელი ბიჭი იყო. ექიმების თქმით, ის 15-28 დღის დაბადებული იქნებოდა. პატარა მონათლეს და მათეო დაარქვეს. პოლიცია ბავშვის მშობლებს ეძებს, თუმცა, ამ დრომდე მათ შესახებ ცნობილი არაფერია.
რაც შეეხება ორენას, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას "მფარველი ანგელოზი" შეარქვეს. ძაღლს ყველა გემრიელი სასუსნავით ასაჩუქრებს და ეფერება. ველოდებით რა მოხდება შემდეგში. რამდენ საგმირო საქმეს ჩაიდენს ორენო თავისი ცხოვრების გზაზე.
ასევე იხილეთ: