მამაკაცი ზღვაში იხრჩობოდა, მას 3 უპატრონო ძაღლი დაეხმარა
მამაკაცი ზღვაში იხრჩობოდა, მას 3 უპატრონო ძაღლი დაეხმარა
მამაკაცი ზღვაში სერფინგით ერთობოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა, ის დაფიდან გადმოვარდა, წყალში ჩავარდა და თოკებში გაიხლართა. სერფერმა დაბნეულობისა და ნერვიულობისგან გათავისუფლება ვერ შეძლო. იგი სანაპიროზე შემთხვევით მყოფი უპატრონო ძაღლების დახმარებით გადარჩა.

ინციდენტი აპულიას პროვინცია ვიესტეში (იტალია) მოხდა.

მამაკაცის ხმაზე ცხოველებმა შეუჩერებელი ყეფა დაიწყეს და ამით დამსვენებლების ყურადღება მიიქციეს. ერთ-ერთი ძაღლი წყალში მის დასახმარებლად შევიდა. 

საბედნიეროდ, სერფერი შეამჩნია სანაპიროზე მყოფმა მამა-შვილმა, რომლებმაც გასაჭირში მყოფი ადამიანის საშველად სასწრაფოდ ზღვაში შეცურეს.

ძაღლები იმ დრომდე ყეფდნენ, სანამ დაზარალებულს სანაპიროზე აიყვანდნენ.

"ყველა ძაღლს, და არა მარტო
მათ, რომლებსაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის წვრთნიან, მარტივად შეუძლიათ თავი გაწირონ გაჭირვებაში ჩავარდნილი ცხოველის ან ადამიანის გამო.
ზოგჯერ ისინი ისეთ თავდადებას გვაჩვენებენ, რასაც ადამიანებს შორის ვერ შეხვდებით.

უპატრონო ძაღლის დანახვისას ზოგიერთ ადამიანს აგრესია უჩნდება, ზოგს უსიამოვნების შეგრძნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ მაწანწალა ცხოველში შესაძლოა, ნამდვილი გმირი იმალებოდეს,"- ამბობს ცხოველთა დაცვის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

სპლიყვი თავისი მომვლელის გადასარჩენად აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვა

ძაღლმა შვლის ნუკრი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა

ეს ძაღლი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ოცნების ასრულებაში ეხმარება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?