ძაღლმა შვლის ნუკრი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა (ემოციური ვიდეო კადრები)
ინტერნეტ სივრცეში დღითიდღე პოპულარული ხდება ვიდეო, რომლის გმირიც მამაცი მაშველი ძაღლი სთორმი გახდა. პატრონმა კამერაზე აღბეჭდა, თუ როგორ ამოჰყავს ძაღლს წყლიდან მომაკვდავი შვლის ნუკრი.

ინციდენტი ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდის სანაპიროზე მოხდა.

ოქროსფერი რეტრივერის პატრონის თქმით, სანაპიროზე სეირნობისას, ძაღლმა წყალში შეამჩნია შვლის ნუკრი, რომელიც იხრჩობოდა. შინაური ცხოველი ყოველგვარი მითითების გარეშე მის გადასარჩენად ზღვის სიღრმეში შევიდა.

კადრებში კარგად ჩანს, რომ პატარა შეშინებული და დაბნეული ძუძუმწოვარი თავის დახსნას ცდილობს, თუმცა, ძაღლი მას გაქცევის საშუალებას არ აძლევს. მეტიც, სთორმს ცხოველი ნაპირიდან მოშორებით მიჰყავს.

ძაღლის პატრონმა მალევე გამოიძახა
ცხოველთა დახმარების სამსახური. შვლის ნუკრს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს გარეულ ცხოველთა დაცვის ცენტრში.

ასევე იხილეთ:

ლაბრადორმა 14 თვის ბავშვი საცურაო აუზში დახრჩობას გადაარჩინა

გმირმა ლაბრადორმა გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრები გადაარჩინა

ძაღლი თავს დაესხა ქალს, რომელიც საკუთარ შვილებს მდინარეში ახრჩობდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?