როგორ გადაარჩინა ტომ ჰარდმა საუკეთესო მეგობარი ვუდი... ამაღელვებელი ისტორია
როგორ გადაარჩინა ტომ ჰარდმა საუკეთესო მეგობარი ვუდი... ამაღელვებელი ისტორია
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰარდმა თავისი საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი, პირდაპირი მნიშვნელობით, მანქანის ბორბლებიდან იხსნა.

ყველაფერი ატლანტაში, ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

ტომმა შემთხვევით დაინახა 3 თვემდე ასაკის ლეკვი,  რომელიც სამანქანო გზაზე დაბნეული დადიოდა. მსახიობი მის დასახმარებლად გაიქცა. როდესაც მიხვდა, რომ შესაძლო იყო, ვერ მიესწრო, რამდენჯერმე დაუძახა. პატარა ცხოველმა ტომის ხმა გაიგო და მისკენ გაიქცა.

ეს იყო მათი პირველი შეხვედრა...

ტომმა ლეკვი ვეტერინართან წაიყვანა და მისი მოვლისთვის ყველა საჭირო ნივთი შეიძინა. პატარას სახელიც - ვუდი დაარქვა.

მსახიობს ძაღლი ყველგან თან დაჰყავდა. ვუდის
არაერთხელ გაუვლია წითელ ხალიჩაზე, დასწრებია ფილმის პრემიერას და ყოფილა გადასაღებ მოედანზეც...

Zooclub

ვუდი ტომის ნამდვილი მეგობარი
გახდა. უსაყვარლესმა ძაღლმა სხვა ცნობილი მსახიობების გულიც დაიპყრო.

Zooclub

თუმცა, 2017 წლის ივნისში ტომს თავს დაატყდა დიდი ტრაგედია - მისი უსაყვარლესი ვუდი მოკვდა. ცხოველი სულ რაღაც 6 წლის იყო, როცა უკურნებელი სენი დაემართა და პატრონმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

Zooclub

ტომ ჰარდმა ერთგულ მეგობარს ემოციური წერილი მიუძღვნა:

"ჩემი ცხოვრების საუკეთესო მეგობარს: ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რომლებსაც ის უყვარდათ ისე, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს დიდი დანაკლისია. ვუდი იმდენად კარგი მეგობარი იყო, რომ ჩვენ ამაზე ოცნებაც კი გაგვიჭირდება. ჩვენი სულები სამუდამოდ ერთად დარჩება", - წერს მსახიობი საკუთარი Tumblr-ის გვერდზე.

ასევე იხილეთ:

პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა

ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი ერთგული ოთხფეხა მეგობრის სიკვდილს, სოციალურ ქსელში ამაღელვებელი წერილით ეხმაურება

როცა მისი ერთგული ძაღლის სული ცისარტყელისკენ გაფრინდა, მან ემოციური წერილი დაწერა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?