"მშვიდობით, ჩემო ცხოვრების ერთგულო მეგზურო. 12 წელი დაუღალავად იყავი ჩემი ერთგული თანმდევი სახლში, თვითმფრინავებში, სასტუმროებში, სცენებზე. უპრეტენზიო, წყნარი, ამტანი. უსიტყვოდ და აუწრიალებლად გადაგიტანია 8-10 საათიანი ფრენები ჩემდამი სიყვარულის და მეგობრობის ნიშნად. ვაჟკაცურად იტანდი მარტოობის მრავალ საათებს, ჩემს გრძელ რეპეტიციებს, ჩემს მძიმე რეჟიმს.... მაგრამ ერთხელ არ "დაგიჩივლია". მაინც, უდიდესი სიხარული იყო შენთვის ჩემს გვერდით ყოფნა. მშვიდობით, ჩემო ერთგულო მეგობარო. შენ ჩემი
მშვიდობით, ჩემო პატარა ცქნაფა, ჩემი ცხოვრების თავგანწირულო, ერთგულო მეგობარო. შენი თვალები და ერთგული მზერა ძალიან დააკლდება ჩემს სულს. წადი, და ახლა მაინც დაისვენე და დაუთმე დრო შენს თავს. ერთი ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, ოდესმე მაღლა ისევ შევხვდებით ერთმანეთს და იქაც სულ ერთად ვიქნებით. ბევრად უფრო წყნარ და უსტრესო ცხოვრებაში. გპირდები, რომ მრავალსაათიანი გადაფრენებით და რეპეტიციებით იქ აღარ შეგაწუხებ.
მაპატიე თუ როდესმე მარტო იგრძენი თავი, მაპატიე თუ როდესმე რამე გაწყენინე, მაპატიე რომ ბოლოს, ძალიან ვეცადე, ყველა ხერხს მივმართე, მაგრამ ვერ შევძელი შენი გადარჩენა და ჩემს ხელში დალიე სული. გპირდები, რომ "იქ" გამოვასწორებ ჩემს შეცდომებს.
მშვიდობით, ჩემო პატარა "გოგონა", დაისვენე ამ გიჟი ცხოვრების რიტმისაგან და...... დამელოდე, რომ "იქ"კიდევ ახალი ძალით "ვიგიჟოთ".მ შვიდობით, სისიკუნა..... მიყვარხარ სამუდამოდ!! მუდამ შენი თამრიკო."