პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა (+ვიდეო)
პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა (+ვიდეო)
ცხოვრებაში ზოგჯერ ვერ ვხვდებით, რა ან ვინ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ბენ მუნი ფოტოგრაფია, ის არ იყო დარწმუნებული სწორედ იქცეოდა თუ არა, როდესაც თავშესაფრიდან ძაღლი აყავდა, თუმცა, ცხოველმა მისი ცხოვრება შეცვალა.

ისინი მალევე გახდნენ საუკეთესო მეგობრები. ბენი და მისი ერთგული ძაღლი დენალი ერთად დადიოდნენ სამოგზაუროდ და საინტერესო თავგადასავლებს ეძებდნენ იქამდე, სანამ რაღაც არ შეიცვალა მათ ცხოვრებაში - ბენს მესამე სტადიის სიმსივნე დუდგინეს.

დენალი, ბენის გამოჯანმრთელებამდე კლინიკაში მასთან ერთად იყო. ის პატრონის გვერდით იწვა და არ შორდებოდა. მათ ერთად დაამარცხეს სიმსივნე. ის პერიოდი
ორივეს ცხოვრებაში შავ ლაქად დარჩა.

ბენი სამუდამოდ მადლობელია
თავისი ერთგული მეგობრის, თუმცა, დენილმა ვერ შეძლო თავისი დაავადების დამარცხება, მას სიმსივნის დიაგოზი დაუსვეს. 

იმისათვის, რომ ბენს მარადიული სიყვარული დაემტკიცებინა ძაღლისთვის, მან მიუძღვნა პატარა ფილმი, რომელსაც "დენალი" დაარქვა. მისი თქმით, მსგავსი ერთგული მეგობარი მას არასოდეს ჰყოლია. მათი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით, გართობითა და მოგზაურობით.

Zooclub

2014 წელს, ფილმის გამოსვლიდან ერთ თვეში, მძიმე დაავადების გამო, 14 წლის დენილი უკვე მძიმედ სუნთქავდა და შეუჩერებლად ახველებდა. მეგობრებმა სანამპიროზე საბოლოოდ გაისეირნეს, ხოლო მეორე დილით დენალი დაიღუპა.

Zooclub

"დენალი თითქოს თვალებით მემშვიდობებოდა. მის თვალებში ამოვიკითხე ყოველივე ის, რისი თქმაც მას ჩემთვის სურდა. ის მადლობას მიხდიდა, მასთან გატარებული წლებისთვის და თითქოს ამბობდა, დროა წავიდეო."- ამბობს ბენი.

ფილმში ასახულია დენალისა და ბენის ცხოვრებისეული მომენტები, რომელიც სევდისა და ცრემლის მომგვრელია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს

პოლიციელი ძაღლი თავის დაღუპულ მეწყვილეს დაემშვიდობა

lia metreveli
მეწ დამეგუპა დზაგლი 7 წელია დგესაწ წრემლის გარესჰე ვერ ვიხსენებ დზალიან ზნელია ოტხფეხა მეგობრის დაკარგვა ამეტირა ამ ისტორიაზე
ფისო
ჩემი საყვარელი ძაღლიც 14 წლის მომიკვდა, რომ არა უგულო და მთვრალი მძღოლი, დღესაც ცოცხალი იქნებოდა, ისე მენატრება, ხანდიხან ღამე ჩუმად ვტირი...
dat
ამეტირა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?