მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
zombi
საოცარი ცხოველია,მგლის გარდა არც ერთი ცხოველი არ იჭამს საკუთარ ფეხს თუ მახეში გაება..
manana-sh
ლიას- გეთანხმებით სრული სიმართლეა და ჩემდაუნებურად ჩარლზ დარვინის ბუნებრივი გადარჩევა გამახსენდა...
levani
მართალია მჯერა მაგრად დაუნდიხარ და უპატიებია მგლის ერთერთი ჩვევაა შურის ძიება 3 წელიც რო გავიდეს მაინც არ ივიწყებს სადაც შეხვდება იქ კლავს . უნიკალური ცხოველია მსგავსი წესები მემგონი არცეთ ცხოველს არააქვს ბიდზაშვილები დები დმები როგორც ჩვენ ადამიანები ისე არაიან ისინიც.
gaga
რა იყოთ მაუგლი არ წაგიკითხავთ? დიდი ალბათობაა რომ ეს ამბავი სიმართლე იყოს.ან იქნებ ვინმეს ჰგონია რომ მაუგლი კიპლინგის ფანტაზიის ნაყოფია?
ხვიჩა
ქნებ სხვა მგელი იყო,საიდან დასკვნა,რომ იმ მგელის მეუღლე და შვილები მოაკვდინა?რა,ტრაურის ნიშნად,შავი ლენტი ეკეთა და ცოლშვილის სურათები ჰქონდა გულზე აბნეული?ამიტომაცაა,გარემოს დაცვა,ასე თავგამოდებით რომ იცავს მტაცებლებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?