მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
ზაზა
არ ვიცი ეს ამბავი მათალია თუ არა , მაგრამ ვისაც მგლის თვალებში ჩაუხედავს , ის დამეთანხმება მხოლოდ , რომ მას ადამიანის თვალები აქვს ! რა დიდი სხვაობაცაა ადამიანსა და მაიმუნს შორის ,დაახლოებით ასევეა მგელსა და ძაღლს შორის !
iura
და თქვენც გჯერათ ამ ზღაპრის?ვაი თქვენს პატრონს.
ლია
მიდით ქართველებო, ცაში ფრინველი და დედამიწაზე ცხოველი არ დატოვოთ ცოცხალი! ეს რა გჭირთ, რაც მოძრაობს ყველაფერს ხოცავთ! და თან ეს მონადირეობა და ნადირობა გგონიათ! რისთვის კლავთ თვითონაც არ იცით! დაიჭერენ ამ თოფებს და მიდიან ტყეში! ის მგელიც ღმერთმა არ გააჩინა? ერთხელ ერთმა იდიოტმა დაახეთქა ფრაზა, კატა უნდა ფეხებით დაკიდოო! მე ვუთხარი, მაშინ წადი და ის ვირთხები და ქვეწარმავლები შენ დაიჭირე მეთქი! ყველას და ყველაფერს თავისი დანიშნულებაა აქვს ამ ქვეყანაზე! მეტსაც გეტყვით! ებოლა იმიტომ გავრცელდა და მოედო მთელ აფრიკას, რადგან ადგილობრივებმა სავანეში თითქმის ყველა ლომი დახოცეს,(ორი ძროხის შეჭმის გამო) ხოდა მაიმუნები, რომლებიც ამ დაავადების მატარებლები არიან, ისე გამრავლდნენ, რომ ადამიანებს მიართვეს ეს ავადმყოფობა დიდი სინით! ასე რომ ეს ვაი მონადირე მარტო მგლის ბავშვების მკვლელი არ გამოდის.....
xatuna
გმერტო ასეტ რაგაცეებსრო ვგებულობ მანამდის ვდარდობ მანამ სხვა უარესს არგავიგებ. არჰემიზლია ცხოველებს ტკივილი მივაკენოო
xatuna
გმერტო ასეტ რაგაცეებსრო ვგებულობ მანამდის ვდარდობ მანამ სხვა უარესს არგავიგებ. არჰემიზლია ცხოველებს ტკივილი მივაკენოო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?