მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
hm
ეს ისტორია რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ მგელს რომ ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და ცოლ-შვილი ეს ბევრისთვის ნაცნობია. ერთი ამბავი ვიცი რაც დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა (ამ სოფლიდან ვარ მეც წარმოშობით და იმიტომ ვიცი) - ერთი მონადირე იყო სოფელში და ნადირობის დროს მგლის ბუნაგს მიაგნო, სადაც მგლის 4 ლეკვი იყო მხოლოდ, მონადირემ იფიქრა ეს ლეკვები გაიზრდებიან და სოფლის ცხვარს და საქონელს არ გაახარებენო და ოთხივე დახოცა. როდესაც მოტრიალდა დაახლოებით 20 მეტრში დედალი მგელი იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა, ხოდა როგორც კი მონადირემ თოფი მოიმარჯვა მის მოსაკლავად დედალი მგელი გაიქცა. ამ ამბავის შემდეგ ყოველ დღე მგლების ხროვა თავს ესხმოდა სოფლის ცხვრის ფარას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მხოლოდ იმ მონადირის ცხვრებს ხოცავდა, მხოლოდ ხოცავდა არც მიყავდა თან და არც ადგილზე ჭამდა, მხოლოდ კლავდა მანამ, სანამ მთელი მისი ცხვარი არ გაანადგურა. ამის შემდეგ კი ის მგლის ხროვა აღარავის უნახავს, აღარც ნაკვალევი შეუმჩნევია ვინმეს. ასე იძიეს შური მონადირეზე და გადაიხვეწნენ იმ ტყიდან.
Alex
ვერ ვიტან ცხოველებს რო კლავენ გართობის მიზნით განსაკუთრებით მგელს. თუ გშია და სხვა გზა არ გაქვს ეგ სხვა საქმეა.მერე როგორი სიამაყით ყვებიან უსუსური მგლის ლეკვის მოკვლას.სღ სღ წადით სხვა გასართობი იპოვეთ
Tiko
აუ ვერ ვხვდები რა სიამოვნებას განიჭებთ უაზროდ ცხოველების ხოცვა , რო მერე ფიტული გააკეთოთ , მე ის ბავშვი დამენანა არაფერ შუაში იყიო თორე ის კაცი მეტის ღირსი იყო
გიორგი
რა ხართ მოკლედ ეს მონადირეები :)
nat
ყველა მონადირე მკვლელია !
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?