მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
ibacho
აქედან ვერ გავიგე ვინ ვის წაკრა ცხვირი და საერთოდ რა მოხდა? **ბელადი ადგა მიუახლოვდა ნელი ნაბიჯიტ ოჯახს და როგორც ამ კაცმა მითხრა მას ცხვირი წაჰკრა გულში და დასვა ტრაკზე თოვლში მიბრუნდა და წაიყვანა მტელიხროვა.მეორე დგეს მათ გაუგიათ რომ იმ ღამით მგლებს შეეჭამათ მალმსრბოლელი თავის ცხენიანად.(ამას ყველაფერს ეს კაცი მიყვებოდა თვალებზე ცრემლებით!)**
ბერი პეტრე
ერისკაცობაში ორი ლეკვი მოვუკალი.შემდეგი ნადირობის დროს სულ თან დამსდევდა,სათოფე მანძილზე არ მეკარებოდა.ბევრი საფიქრალი გამიჩინა და ჩამახედა რომ ადამიანი,ყველაზე დაუნდობელია ამ ქვეყანაზე.
maka
https://youtu.be/aT_JroTbo1A
პეტრე
მე მოგიყვებით ნამდვილ ამბავს რომელიც მოსკოვის გარეუბანში მცხოვრებია მომიყვა.მეორე მსოფლიო ომის დროს დედა და სამი მცირეწლოვანი შვილი იმ მიზნით რომ ომის საშინელებისათვის დაეღწიათ თავი ერთი სოფლიდან მეორეში გადადიოდა. ერთი ციგაზე ორი მოზრდილი აქეთ იქით.გზა აერიათ . შემოაღამდათ. წინ დახვდათ მგლების ხროვა. > ჩემმა რესპოდენტმა (როგორც მან მითხრა)იქნებოდა სამი წლის. მგლები მათ წინ გაჩერდნენ და დაყუნცდნენ.წინ ერთი დანარჩენები უკან.სხედან და შეჰყურებენ ერთმანეთს უარესის მოლოდინში. უეცრად გზიდან რომელცაც ესენი ასცდენიან მოისმა ცხენის ფეხის ხმა.ბელადი ადგა მიუახლოვდა ნელი ნაბიჯიტ ოჯახს და როგორც ამ კაცმა მითხრა მას ცხვირი წაჰკრა გულში და დასვა ტრაკზე თოვლში მიბრუნდა და წაიყვანა მტელიხროვა.მეორე დგეს მათ გაუგიათ რომ იმ ღამით მგლებს შეეჭამათ მალმსრბოლელი თავის ცხენიანად.(ამას ყველაფერს ეს კაცი მიყვებოდა თვალებზე ცრემლებით!)
nana
მგელი უცჰკვიანესი ცხოველია, და ზგაპარია, ტუ გამოგონილი, გული მატკინა. ადამიანზე სასტიკი "ცხოველი" არ დადის ამ ქვეყანაზე!--- ცარმატებული ნადირობაო..არა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?