მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
შალვა
ადამიანზე მეტი ცხოველი არ არსებობს. რასაც ცხოველი ნაცისტები ციხეში უკეთებდნენ თავის მოძმეებს სად ნახავთ ამისთანას?
davti
რა, არ გაგიგიათ, რომ მგელმა, თუ მაიმუნმა, ანდა დათვმა, ადამიანის ბავშვები გაზარდეს? სისასტიკე ბატონებო, სისასტიკე, რომელიც დღეს ბობოქრობს დედამიწაზე, აი ეს არის საგანგაშო; მაგრამ დრომ მოიტანა ეს, რაც დრო გავა კიდევ უფრო უარესს უნდა ველოდოთ. ჩვენ ადამიანები ადამიანობას ვკარგავთ და ცხოველები კი ადამიანობას სწავლობენ, პატიებასს.
სალო
არააქვს მნიშვნელობა ეს ისტორია ზღაპარია თუ გამონაგონაგონი, მაგრამ ეს ისტორია ჩემთვის მართლაც რომ სევდის მომგვრელია,და ეხლა მივხვდი რომ ჩვენ ადამიანები უფრო მხეცები ვართ ვიდრე ადამიანები, ნუთი ეს არის ადამიანის შვება ?რომ წავიდეს ინადიროს და ამ ნადირობით გაერთოს ? გადავაწყდი ბევრ კომენტარს რომ ზღაპარია სისულელეა...ეს არარის სისულელე ეს არარის უაზრობა, გაახილეთთ ხალხნო თვალი ,ნუ მოკლავთ ცხოველებს იმის გამო რომ თქვენ ისიამოვნოთ და დაიკმაყოფილოთ თქვენი სურვილები
daviti
ოჰოჰოჰოოოოოოო!! ამ წვიმებში რა მტვერი დააყენე ბიჭოოო! ფარები მაინც ჩააქრე!!
mmm
ცხოველებიც ხოცავენ ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ საკვები მიიღონ. ჩვენ გასართობად ვხოცავთ ცხოველებს. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ უნდა ინადირო მგელზე?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?