მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
..!
777 შენი შვილები შეუჭამია? ჯერ შენ ხარ შესაჭმელი მაგას რომ ამბობ. ცხოველი ცხოველს შEჩამს თუ არა ეგ შენი საქმე არ არის. შენ იმაზე იფიქრე რატომ ხარ ასეთი სადისტი.. და მაინც რომელ კოდექსში წერია რომ მგელი მოსაკლავია და უნდა მოკლა? შენ იმის ღირსი ხარ რომ მგლის ხროვაში მარტო ჩაგაგდონ და მერე ვნახავთ კიდევ ასეთი ამაყი იქნები თუ არა :D :D და როგორ დავიჯერო რომ შEნ ცხვირს ბედ იღბალზე დარდობ? შენ თვითონ რამდენჯერ დაგიკლავს და გამომძღარხარ? თუ შენ გეპატიება? :D:D ოოო რა დიდი სიამოვნებით დაგაკვირდებოდი მგლის პირისპირ მდგარს და შიშით აკანკალებულს.....
dzaglebis moyvaruli :)
მინდ აპასუხი გავცე 777 რამ გაგხადა ესეთ სადისტი ჰა სჰენ რამდენ საჭმელს ჭამ დღეში და რამდენ ხორცს ჭამ ჰაა,.... მას და მის ლეკვს გამოვება არ უნდააააა ჰააააააააააააააა ერთი შენს სინდისს ჩახედე რა ძმა
ხათუნა ჯანდიერი
რა მაგრა გიხარია? ვაი შენს გამზრდელკს მართლა რომ მხეცი გაუზრდიხარ, გიხარია მგელი მოკალი და შენნაირმა ძაღლმა მგელს ლეკვები დაუგლიჯა... რა უბედური ხარ რომ გიხარია...
777
იმიტო უნდა ინადირო მგელზე რო მოსაკლავია და სხვის შვილებს უმოწყალოდ ხოცავს როცა არ იცი არც უნდა თქვა . ერტადერთი ცხოველია რომელსაც ერთ ღამეში 300 ცხვარი ყავს მოკლული და არცერთი შეჩმული ამ 300 იდან, ჩუვაკსი ი რებიონკი :)
მარინა
თუ არ ვცდები, ეს ჩინგიზ აიტმატოვის ნაწარმოებიდან არის ნაწყვეტი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?