მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
ნუგზარ
უამრავი შემთხვევაა მგელის მიერ ადამიანის მოკვდინების. მათ შორის ბავშვის დაგლეჯვის.
ივანე
ავტორს იმის თქმა უნდა, რომ ადამიანშია ჩასახლებული და ჩაქვითკირებული ყველაზე საზიზღარი საშინელი დაუნდობელი, შეუწყალობელი, საზარელი ცხოველი, და ჭირი იქ კი არ არი არამედ აქ ჩვენთან, ჩვენს გვერით.
კარლო ბარბაქაძე
1942 წლის თებერვლის სავსემთვარიან საღამოს 8-9 საათზე მე და ჩმი ძმა, აწ განსვენებული შალვა ბარბაქაძე, ჩვენი სოფლის ბოლოზე, უკაცრიელ მინდორში, ხბოს დავეძებდით. მაშინ მე 8 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი 6 წლის. უცებ, ნამჯის ზვინთან ცეცხლი შევნიშნეთ და იქეტკენ გავეშურეთ, ვიფიქრეთ ცეცხლთან ალბათ ჩვენი სოფლის ბიჭები ლაზღანდარაობენ და მათ ვკითხავთ ხბო ხომ არსად დაუნახავთო. ზვინს 20 მეტრამდე რომ მიუახლოვდით უცებ ცეცხლი ჩაქრა და ცოტახანში ისევ აენთო. მივხვდით, რომ ცეცხილი კი არა მგლის თვალები ანათებდნენ და შევჩერდით. ისიც გავიფიქრეთ, რომ მგელი ჩვენ ხბოს ჭამდა და ყვირილი დავუწყეთ. 3-4 წუთი ყვირილის შემდეთ მგლის თვალები აღარ ანათებდნენ. ჩვენ ვერ გავბედეთ ზვინთან მისვლა და სახლისკენ ბაბუასთან გავიქეცით რათა მისთვის შეგვეტყობინებია რომ მგელი ჩვენ ხბოს ჭამდა. სახლში მხოლოდ დედა, ბებია და ბაბუა იმყოფებოდნენ, მამა და ბიძა ომში იყვნენ გაწვეულები. ჩვენს მონაყოლზე ბაბუას ულაშებში ეღიმებოდა და დილამდე არსად წასულა. დილით, ჩვენ რომ ისევ ლოგინში ვიწექით, ბაბუა შემოვარდა ჩვენს ოთახში, ორივე ძმები გადაგვკოცნა და ღმერთს მადლობა მოუხადა მშიერმა მგლებმა ჩვენ რომ არ დაგვგლიჯეს (მშიერმა იმიტომ, რომ იმ კვირეში მგლებს არავისთვის ზიანი არ მიუყენებიუათ). ბაბუამ გვითხრა, რომ იმ ნამჯის ზვინთან, რომელიც ჩვენ დაუსახელეთ, მან თოვლზე ორი დიდი მგელის კვალი ნახა.
ok
ვკითხულობ ზოგიერთ კომენტარს და ტანში მზარავს, როგორი ცინიზმით საუბრობენ ამ მცირე ესსეს შინაარსზე.კომენტარის ზოგიერთი ავტორი ინტელექტსაც გვიწუნებს ("ნუთუ, ეს ზღაპარი გჯერათო?", "ვაი, თქვენს პატრონსო" და ა.შ.). იქნებ ავტორმა მართლაც შეთხზა ეს ამბავი და შეგნებულად, მეტი დამაჯერებლობისათვის თქვა, თუ როგორ სასტიკად მოკლა დედა მგელი და როგორ დაგლიჯა მისმა ძაღლმა მგლის ლეკვები. იქნებ ავტორმა (თუნდაც ამ არარეალური მონათხრობით) ადამიანში დამალულ სასტიკი ბუნებაზე მიგვანიშნა და დაფიქრებისაკენ მოგვიწოდა...
inga
მე არ ვიცი ვინ როგორი აღიქვამს გარეულ ცხოველებს მაგრამ მე ჩემი ხედვა მაქვს და მიმაჩნია რომ ისინი თავისუფლებაში დაიბადნენ გაიზარდნენ და ღირსების გრძნობა ზომაზე მეტად აუმაღლა ამაყმა ბუნებამ, სწორედ ეს გამოხატა მგელმაც როცა უსისხლოდ გადაუხადა მისი ოჯახის მკვლელს სამაგიერო, მას თვალის დახამხამებაში შეეძლო ნაკუწებად ექცია გოგონა და შეგნებულად არ გააკეთა! მამის გასამწარებლად კბენაც შეეძლო მაგრამ თავი შეიკავა! ჩვენ კი სწორედ ის თაობა ვართ სამწუხაროდ წითელქუდასა და მგელსა და კრავზე მგლის ზიზღში რომ გაგვზარდეს... აქ კონკრეტულად მგელზეა საუბარი, არადა ყველა ცხოველს თავისი ღირსება აქვს და თავდასხმას არ გადაწყვეტს თუ საპირისპირო მხრიდან არ იგრძნო მტრობა. რაც შეეხება გარეულ ცხოველებს რომლების თავს ესხმიან ადამიანებს, მათშიც არის ჭკუიდან გადასული და აგრესიული ისე როგორც ადამიანებში... როგორ ფიქრობთ ზოოპარკში დატყვევებული და განაწამები ცხოველები საკუთარ მიწა-წყალს და ოჯახს მოწყვეტილები თავდასხმას არ გადაწყვეტენ? რა თქმა უნდა და ლოგიკურიცაა...(სათქმელი ბევრია მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდეთ)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?