თუთიყუშებს კატასთან ერთად ჩახუტებულებს სძინავთ (სახალისო ვიდეო)
დარწმუნებულნი ხართ, რომ ფრინველები კატისთვის მხოლოდ ნადირობის ობიექტები არიან? ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ პატარა თუთიყუშები ფუმფულა მტაცებლისთვის საუკეთესო მეგობრები არიან.

სოციალურ ქსელებში, კატისა და თუთიყუშების ამ კადრებს ათი ათასზე მეტი ნახვა აქვს. შინაური ცხოველი თავის პატარა მეგობრებთან ერთად სავარძელში მოკალათდა. ის ჩაეხუტა პატარა ფრინველებს და მათთან ერთად სძინავს.

საოცარია, რომ თუთიყუშებს იმ მტაცებელი ცხოველის არ ეშინიათ, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია, ისინი ნადავლად აქციოს.

პატრონის თქმით, თუთიყუშები კატას პირველივე დღიდან დაუმეგობრდნენ, ხოლო ფუმფულა ბინადარი მათ მიმართ მზრუნველობასა და სითბოს იჩენს, რასაც
ფრინველები გრძნობენ და შინაურ ცხოველს იმავე დამოკიდებულებით პასუხობენ. 

ასევე იხილეთ:

თუთიყუში ძაღლებთან ერთად გამვლელებს უყეფს


თუთიყუში კატას ძილის საშუალებას არ აძლევს

გერმანული ნაგაზისა და ქრცვინის განუყრელი მეგობრობის ამბავი

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?