თუთიყუში ძაღლებთან ერთად გამვლელებს უყეფს (სახალისო ვიდეო)
სამხრეთ აფრიკის მცხოვრებმა 19 წლის კაკადუს უცნაური საქციელი ვიდეოზე აღბეჭდა. თუთიყუშს ძაღლების ყეფის იმიტირება კარგად გამოსდის. მეტიც, ის იმდენად ზუსტად გამოსცემს ხმებს, რომ ძაღლებისგან შესაძლოა ვერ გაარჩიოთ.

პატრონმა ვიდეოზე გადაიღო შინაური ცხოველების რეაქცია, როდესაც ჭიშკარს უცხო ადამიანი უახლოვდება. შესაძლოა, ამ დროს ძაღლების ყეფა არავის გაუკვირდეს, თუმცა, ნამდვილად უცნაურია ამ ცხოველებთან ერთად  მყოფი თუთიყუში, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობრებს არაფრით ჩამორჩება და მათთან ერთად სახლს ყეფით იცავს.

ასევე იხილეთ:

ფრინველი მანქანის სიგნალიზაციის ხმას ზუსტად ახმოვანებს

ლეკვმა სცადა, ზუსტად გაემეორებინა მამლის ყივილი

ავსტრალიური ლირაკუდა:
ფრინველი, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველა ხმის იმიტირება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?