პატარა ჩიხუახუამ უზარმაზარი ძაღლი ქურდისგან დაიცვა
პატარა ჩიხუახუამ უზარმაზარი ძაღლი ქურდისგან დაიცვა
გმირი შესაძლოა გახდეს, როგორც ადამიანი, ისე ცხოველიც. არ არის აუცილებელი გმირი იყოს დიდი და ღონიერი. ეს ამ პატარა ჩიხუახუამაც დაამატკიცა, რომელმაც თავისი უზარმაზარი "ძმა", ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლი, მოპარვას გადაარჩინა.

შერონ დოლინი კანადაში ცხოვრობს. მას ჰყავს ორი ძაღლი - ჩიხუახუა კარლი და ნიუფაუნდლენდი სილასი, რომლებიც ერთად ხშირად თამაშობენ ეზოში. საღამოს, როცა შერონმა ძაღლები სასეირნოდ გაუშვა, რამდენიმე წუთის შემდეგ მოესმა კარლის განწირული ყეფა. ის არ ჩერდებოდა, მირბოდა სახლის კართან ყეფდა და თითქოს რაღაცას ანიშნებდა პატრონს.

შერონი ეზოში გავიდა და დაინახა, რომ სილასი უცხო
მამაკაცს მიყავდა. პატრონის კითხვაზე, თუ რას აკეთებდა, კაცმა უპასუხა, რომ ძაღლი უნდა წაეყვანა. ქალმა გააკეთა
ის, რასაც ყველა ძაღლის პატრონი გააკეთებდა. მან ქურდს სახეში მუშტი დაარტყა და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა.

Zooclub

მამაკაცი გაიქცა და სიბნელეში გაუჩინარდა. შერონმა ინციდენტის შემდეგ პოლიცია გამოიძახა, თუმცა, ქურდი ვერ დაიჭირეს.

საბედნიეროდ, სალსი და კარლი ისევ ერთად არიან.

Zooclub

"კარლის ყეფა რომ არა, დღეს შეიძლება სალსი ჩემთან აღარ ყოფილიყო და ქურდს წაეყვანა. ამ პატარა ჩიხუახუამ თავისი დიდი ძმა გადაარჩინა."- ამბობს ძაღლების პატრონი.

ასევე იხილეთ:

როგორ მოხვდა ამ ადგილზე ძაღლი პატრონმაც კი არ იცის

სად იპოვა მამაკაცმა თავისი მოპარული ძაღლი ერთი წლის შემდეგ?

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს

ძაღლების მოყვარული
ძაღლი პატარა ყოფილა, აი დიდი კი ჩლუნგი, რაც პატრონის დამსახურებაა!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?