სად იპოვა მამაკაცმა თავისი მოპარული ძაღლი ერთი წლის შემდეგ?
სად იპოვა მამაკაცმა თავისი მოპარული ძაღლი ერთი წლის შემდეგ?
წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც რიჩარდ ბროვერს თავისი საყვარელი გერმანული ნაგაზი დოზერი, მისი თქმით,  სახლის ეზოდან მოპარეს. როდესაც მას ძაღლის პოვნის იმედი უკვე გადაეწურა, გადაწყვიტა, თავშესაფრიდან სხვა ძაღლი აეყვანა. კანადელმა მამაკაცმა დაიწყო თავშესაფრებში ძაღლის შერჩევა. ეს მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან იცოდა, დოზერს ვერავინ შეცვლიდა მის ცხოვრებაში, მაგრამ დარდისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი იყო. 

რიჩარდი ინტერნეტით ათვალიერებდა ცხოველთა თავშესაფრის გვერდს, როცა შემთხვევით თავისი ძაღლის ფოტო ნახა.

"თვალებს ვერ ვუჯერებდი, დიდიხანს ვაკვირდებოდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ჩემი დოზერი იყო. მაშინვე
დავრეკე თავშესაფარში და ვუთხარი, რომ მივიდოდი გერმანული ნაგაზის წასაყვანად."- ამბობს ძაღლის პატრონი.

თავშესაფარში რიჩარდი და
მამამისი მივიდნენ, მათი შეხვედრა დოზერთან, წელიწად-ნახევრის შემდეგ, საოცარი იყო. ძაღლის პატრონი სიხარულისგან ტიროდა, ხოლო დოზერი წკმუტუნით გამოხატავდა კმაყოფილებას.

როგორც შემდგომ გაირკვა, დოზერი თავშესაფარში 4 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ძაღლი უხცო მამაკაცს მიუყვანია, რომელმაც ცხოველი ფერმის ტერიტორიაზე იპოვა. არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა დოზერი იმ ადგილზე.

საბოლოოდ, 10 წლის ძაღლი პატრონთან ერთად ბედნიერი დაბრუნდა სახლში.

"დოზერი უკვე ასაკოვანია, ძალიან მწყდება გული, რომ წელიწად-ნახევარი ერთად არ ვიყავით. მაგრამ საბედნიეროდ, დღეიდან ისევ განუყრელი მეგობრები ვართ."- ამბობს ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

გერმანიაში 150 000 ევროდ ღირებული შინაური მტრედი მოიპარეს

მოიპარეს ლეკვი, რომელიც იშვიათი შეფერილობით გამოირჩევა

3 3 -s
ძალიან მომეწონა თქვენი კომენტარი. მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ამ საიტის შემქმნელებს. მანანა-შ
თაკო
გაუგებარია, რა მოგეჩვენათ აქ სასაცილოდ?... ალბათ, ცხოველები თქვენთვის არაფერს ნიშნავს, თორემ, სიცილის ნაცვლად, აგეტირებოდათ!!!
3 3
სასაცილო აქ არაფერია..ალბათ არ გყვარებიათ ცხოველი არასდროს,თორემ ასეთი რეაქცია არ გექნებოდათ.. სამწუხაროა..მაგრამ კარგია,რომ ამ საიტის სტატიებს კითხულობთ.. ეს დაგეხმარებათ ცხოვრებას უფრო ღრმად და ლამაზად შეხედოთ..წარმატებებს გისურვებთ :)
kobiusa
რა არის სასაცილო შე ყეყეჩო?
...-s
თქვენ, გეტყობათ ცხოველები არ გიყვართ, თორემ სასაცილო არაფერია, მე პირადად ემოციების გარეშე ვერ შევძელი წაკითხვა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?