საყვარელმა ჩიხუახუამ მომაკვდავი პატრონი სიცოცხლისკენ მოაბრუნა (+ვიდეო)
საყვარელმა ჩიხუახუამ მომაკვდავი პატრონი სიცოცხლისკენ მოაბრუნა (+ვიდეო)
ჩიხუახუა, სახელად ბუბბა, ამერიკელ პენსიონერს,კენტუკიდან, სასიკვდილო ავადმყოფობის მორევაში დაეხმარა.

73 წლის ჯეიმს ბოტენი უკეთ გახდა მას შემდეგ, რაც ექიმების ნებართვით, საავადმყოფოში ბუბბა მიუყვანეს.

The Mirror-ის ცნობით, მედიკოსემბა ვერ გაარკვიეს რასთან იყო დავაკშირებული პენსიონერის მდგომარეობის დღითიდღე გაუარესება. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ავადმყოფმა მედდას სთხოვა მისი ძაღლი, ჩიხუახუა ბუბბა ეჩვენებინათ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თხოვნა შესაძლოა ავადმყოფისთვის საბოლოო ყოფილიყო, მედიკოსებმა დაარღვის საავადმყოფოს შიდაგანაწესი და მედდას ბუბბას ჯეიმს ბოტენის პალატაში მიყვანის უფლება მისცეს.

Zooclub

ამ ფაქტის შემდეგ ძაღლის პატრონმა, მოულოდნელად, გამოჯანრმთელება დაიწყო. თავად ძაღლმაც, რომელიც
პატრონთან განშორების შემდეგ დარდისგან საჭმელს არ იღებდა - ჭამა დაიწყო.

"ძაღლი ერთი კვირა არ შეხებია
საკვებს. ეს ძალიან უცნაურად მოგვეჩვენა", - ჰყვება თავშესაფრის დირექტორი მარი-ენ სმიტი Today.com-თან ინტერვიუში, - პატრონმა და ძაღლმა არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. საკვირველია ის, რომ მათ საკვებზე უარი ერთდროულად თქვეს.

გულშემატკივარმა მედდებმა გადაწყვიტეს მიეყვანათ ძაღლი, რომელმაც ოდესღაც ქუჩაში ერთ-ერთი შეტაკების დროს მარჯვენა თვალი და ქვედა კბილები დაკარგა. ბუბბა გაყინული იყო და ფეხის გადადგმა უჭირდა, მაგრამ როგორც კი პატრონი დაინახა, მაშინვე თითქოს გარდაიქმნა.

Zooclub

"ბატონი ბოტენის მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. ის საუბრობს, ჯდება, ჭამს", - ჰყვება მერი-ენ სმიტი. იგი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც კი მათი შეხვედრის დროს პალატაში იყო, ტიროდა.

კლინიკის პერსონალის ცნობით, ხელმძღვანელობამ ავადმყოფი პენსიონერისთვის ძაღლის მიყვანის უფლება დართო, რის გამოც მოხუცის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

იგი მომაკვდავი პატრონის ლოგინზე ავიდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა სულის სიღრმემდე შეძრავდა ადამიანს...

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?