გერმანული ნაგაზისა და ქრცვინის განუყრელი მეგობრობის ამბავი (სახალისო ფოტოები)
გერმანული ნაგაზისა და ქრცვინის განუყრელი მეგობრობის ამბავი (სახალისო ფოტოები)
ცხოველთა სამყაროში არაერთ საოცარ მეგობრულ ურთიერთობებს შეხვდებით. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გერმანული ნაგაზისა და ქრცვინის მეგობრობაა.

აღმოჩნდა, რომ კატასა და თაგვსაც შეუძლიათ იცხოვრონ ერთად, მშვიდ გარემოში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ორი უსაყვარლესი ცხოველის - გერმანული ნაგაზის ნოვასა და ქრცვინი პაკოს მეგობრობა ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა.

ცხოველების პატრონი დიანა გრიბი თავიდან განიცდიდა, რომ მისი ბინადრები საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, თუმცა, ამაოდ. ნოვა და პაკო იმდენად დამეგობრდნენ, რომ ისინი სეირნობის დროსაც კი არ შორდებიან ერთმანეთს.

გაიცანით გერმანული ნაგაზი ნოვა და ქრცვინი პაკო

Zooclub

ეს უსაყვარლესი წყვილი
ერთ სახლში ცხოვრობს.

Zooclub

ისინი ყოველთვის ერთად სეირნობენ.

Zooclub

ზოგჯერ პაკო ნოვას საწოლს ართმევს, თუმცა, გერმანული ნაგაზი
წინააღმდეგი არ არის.

Zooclub

თუმცა, ხშირ შემთხვევაში ერთად სძინავთ.

Zooclub

მეგობრებს ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვთ.

Zooclub

პატრონი ყოველდღე აქვეყნებს ერთგული მეგობრების ფოტოებს.

Zooclub

ნოვამ და პაკომ დაამტკიცეს, რომ ზომასა და სახეობას მნიშვნელობა არ აქვს, როცა მტკიცე მეგობრობა არსებობს.

ასევე იხილეთ:

გმირობის 10 მაგალითი, რომლებიც ცხოველების ერთგულებაში დაგარწმუნებთ

ძლიერი ყინვის დროს ბატი პატარა არსებას ფრთებში იფარებდა და ათბობდა

განსხვავებული სახეობის ცხოველები, რომლებმაც მეგობრობის ფასი იციან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?