თუთიყუში კატას ძილის საშუალებას არ აძლევს (სახალისო ვიდეო)
კატა ბუნებით მტაცებელი ცხოველია, ხოლო ფრინველი მისი პოტენციური ნადავლი. თუმცა, კატა, სახელად სიმბა, რომელიც ბელგიაში მზრუნველ პატრონთან ცხოვრობს, კაკადუ ზაზუს დაუმეგობრდა. ემოციურ მეგობრობას სოციალურ ქსელში 7 000 ადამიანი აკვირდება.

სიმბა მოკლებეწვიანი ბრიტანული კატაა, რომელსაც სავარძელზე ძილი ძალიან მოსწონს, თუმცა, როდესაც კატა წვება, ზაზუ მას მოსვენების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ოთხფეხა ბინადარს ფრინველისთვის ზიანის მიყენება არასოდეს უცდია.

Zooclub

სიმბა ზოგჯერ გაბრაზებული უყურებს ფრინველს, მაგრამ ზაზუმ იცის, რომ მეგობარი მას არ ავნებს, ამიტომ ის კატის გაბრაზებას კვლავ აგრძელებს.

Zooclub

ზაზუსა და სიმბას პატრონმა ინსტაგრამზე გვერდიც
შექმნა. მათ 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ და თაყვანისმცემლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

Zooclub

მეგობრები დიდი სიამოვნებით
პოზირებენ ფოტო ობიექტივის წინ.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ: 

კატა და იხვის ჭუკი ერთგული მეგობრები გახდნენ

განსხვავებული სახეობის ცხოველები, რომლებმაც მეგობრობის ფასი იციან

ცხენისა და კატის მეგობრობის საოცარი ისტორია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?