წყლის გველმა მეთევზეს ნადავლი კაუჭიდან ააცალა
წყლის გველმა მეთევზეს ნადავლი კაუჭიდან ააცალა
აიოვას შტატში (აშშ) მეთევზემ ფოტო იმ მომენტში გადაიღო, როდესაც წყლის გველმა მის ნადავლს პირი სტაცა. მამაკაცმა კადრი თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

54 წლის ბობ ჰოვარდი რეტბუნის ტბაზე თევზს იჭერდა. უეცრად მან წყალში მსხვილი გველი შენიშნა. მამაკაცმა მისი გაგდება სცადა და ქვა ესროლა. ცოტა ხანში მეთევზემ თევზი დაიჭირა. ამ დროს გველი წყლიდან ამოხტა, თევზს პირი სტაცა და კაუჭიდან მოხსნა.

აიოვის ბუნების რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლემა, კარენ კინკედმა USA Today-ს აცნობა, რომ ფოტოზე ჩრდილო-ამერიკული ანკარაა აღბეჭდილი. გველის მოცემული სახეობა არ არის შხამიანი, თუმცა, მისი
წარმომადგენლები არ ერიდებიან ადამიანის სიახლოვეს ყოფნას და ხან აგრესიას ამჟღავნებენ.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?