ტურისტი საოცარი ფაქტის მომსწრე გახდა, როდესაც მდინარის ნაპირთან მისულ სპილოების ოჯახს ვიდეოზე იღებდა
ტურისტი საოცარი ფაქტის მომსწრე გახდა, როდესაც მდინარის ნაპირთან მისულ სპილოების ოჯახს ვიდეოზე იღებდა
მალავიში (აფრიკა) მდებარე ნაციონალურ პარკში ტურისტი მდინარესთან, წყლის დასალევად მისულ სპილოების ოჯახს ვიდეო კამერაზე იღებდა, როდესაც წყლიდან ნიანგი ამოვარდა და პატარა სპილოს ხორთუმზე კბილები ჩაავლო.

დაბნეულმა ცხოველებმა უკან დაიხიეს, ხოლო პატარა არსება  მარტო ცდილობდა ნიანგთან გამკლავებას.

Zooclub

რამდენიმე წამის შემდეგ ოჯახი ნაპირს ისევ მიუახლოვდა და  სპილოს ნიანგისგან თავის დახსნაში დაეხმარა.

"ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერ გავაცნობიერე, რამდენად სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა პატარა ცხოველს. ეს მოხდა ჩვენი ნავიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით",- ამბობს ბიომედიკი, რომელიც ვიდეოს იღებდა.

იხილეთ ვიდეო

ნიანგის თავდასხმა სპილოზე პირველი
შემთხვევა არ ყოფილა,   წყლის ქვეშ ხშირად უსაფრდება ნიანგი მსხვერპლს, რათა ნადავლი მოიპოვოს.

ასევე იხილეთ:

ინდოეთში კობრამ ტურისტი მასთან ერთად სელფის გადაღების დროს სასიკვდილოდ დაკბინა


საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს

ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან ნახტომის მანძილი ვერ გათვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?