ინდოეთში კობრამ ტურისტი მასთან ერთად სელფის გადაღების დროს სასიკვდილოდ დაკბინა
ინდოეთში კობრამ ტურისტი მასთან ერთად სელფის გადაღების დროს სასიკვდილოდ დაკბინა
ინდოეთში, ქალაქ ჯოდხპურში (რაჯასტხანის შტატი) კობრამ უკბინა ტურისტს, რომელიც მასთან ერთად ფოტოს გადაღების დროს პოზირებდა.

"Daily Mail"-ის ცნობით, გველების შემლოცველმა ქვეწარმავალი უცხო ადამიანს კისერზე ჩამოკიდა. კობრამ ტურისტს ლოყაზე უკბინა. მამაკაცმა მომხდარი რამდენიმე წუთის შემდეგ გააცნობიერა და გული წაუვიდა.
გამომცემლობის ინფორმაციით, ტურისტი კბენის შემდეგ 1 საათში გარდაიცვალა. რა სახის კობრა დაესხა თავს მამაკაცს, უცნობია. ყველაზე გავრცელებული სახეობა ამ ტერიტორაზე სათვალიანი გველი, ანუ ინდური კობრაა.

mariami grdzelishvili
გველტან სელფი ეს ინდოელები სულელები არიან ტან კობრასტან უკბენდა ამ უბედურს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?