error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/7f2ade9c0c12e2b4ff1ebae2ed38c0cb.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან ნახტომის მანძილი ვერ გათვალა (+ვიდეო)
ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან  ნახტომის მანძილი ვერ გათვალა (+ვიდეო)
მექსიკის ბიოპარკს ყოველ წელს ათასობით ტურისტი სტუმრობს. ამ ადგილზე ბინადრობს არაერთი ცხოველი, რომელთა ხილვაც ადამიანებს დაცული ტრანსპორტიდან და სპეციალური გიდის თანხლებით შეუძლიათ.

ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ როგორ აღიზიანებდნენ დამთვალიერებლები ლომებს სხვადასხვა შეძახილით. საპასუხოდ, ძუ ლომი შეეცადა, ტურისტებს თავს დასხმოდა, მაგრამ შორი მანძილიდან ნახტომი ვერ განსაზღვრა და თხრილში ჩავარდა.

პარკის თანამშრომლების თქმით, ცხოველებს ადამიანებისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლიათ, რადგან ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, თხრილი გათვლილია იმ ზომაზე, რომ მათ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლონ.

იხილეთ ვიდეო

ლომი ელზა რამდენიმე თვეა, რაც პარკში ცხოვრობს. იგი
ზოოპარკიდან გადაარჩინეს.

თხრილში ჩავარდნის შემდეგ მტაცებელი ვეტერინარებმა შეამოწმეს. მათი თქმით, ელზას დაზიანებები არ მიუღია.

ბიოპარკი,
სახელად Estrella, მექსიკის ქალაქ მონტერეიდან 69 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ასევე იხილეთ:

ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...

მამაკაცი დათვების გალიაში გადაძვრა და ცხოველს თავს დაესხა

ის ვიდეო კამერით იღებდა მშვიდ ზღვას. უეცრად მოულოდნელი რამ მოხდა
მსქროლავი ტროლი
გენდერი არაფერ შუაშია, მაგრამ ხვადი რატომ არ გაბრაზდა, თავმოყვარეობა არ აქვს?!....
ავლიპი
ეგრე მიშაც იბრუნებდა ცხინვალს...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?