error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/4e790777a7bd8b7a2cc7d17ed493b16d.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ცნობილ კურორტზე სენბერნარებთან ფოტო გადაღება აიკრძალა
ცნობილ კურორტზე სენბერნარებთან ფოტო გადაღება აიკრძალა
კურორტებზე სხვადასხვა გასართობ ატრაქციონთან ერთად შესაძლოა ჰყავდეთ ცხოველებიც, რომლებიც ტურისტების გართობაში მონაწილეობენ. სწორედ ამას ემსახურებოდნენ სენბერნარის ჯიშის ძაღლებიც, შვეიცარიის ერთ-ერთ ცნობილ სათხილამურო კურორტ ცერმატზე.

ბოლო პერიოდში შვეიცარიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურისტებისთვის აეკრძალათ ამ ცხოველებთან ფოტო გადაღება.

აკრძალვის მიზეზი ცხოველთა დამცველების შეშფოთება იყო. სენბერნარებს ყოველდღიურად უწევდათ უმოძრაოდ დგომა, რომ ტურისტების სურვილები დაეკმაყოფილებინათ და მათთან ერთად ფოტოები გადაეღოთ, ზოგჯერ ძაღლებზე ბავშვებიც ისხდნენ და მშობლები ამგვარად უღებდნენ ფოტოებს თავიანთ შვილებს.

შვეიცარიის ცხოველთა დაცვის ასოციაცია (SAP) დადებითად შეხვდა მთავრობის გადაწყვეტილებას. ცხოველთა დამცველები რამდენიმე წლის
განმავლობაში იბრძოდნენ კურორტზე მყოფი ძაღლების პირობების გაუმჯობესებისთვის, ამ ფაქტთან დაკავშირებით არა ერთი საჩივარი დაწერეს.

"ამ
გადაწყვეტილებით მთვარობამ გვაჩვენა, რომ ცხოველები უყვარს და ზრუნავს მათზე."- ამბობს SAP-ის წარმომადგენელი.


ასევე იხილეთ:

მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა

მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს

პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?