ტურისტები 4 000 დოლარით დააჯარიმეს ქუოკას დაცინვის და დაუნდობელი მოპყრობისთვის
ტურისტები 4 000 დოლარით დააჯარიმეს ქუოკას დაცინვის და დაუნდობელი მოპყრობისთვის
ქუოკა ძალიან საყვარელი, ყოველთვის მომღიმარი და კეთილი ცხოველია, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობს. ბოლო წლების განმავლობაში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ ავსტრალიის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რათა ამ ცხოველის სახეობა არ გადაშენდეს. 

ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა, ქუოკასთან "სელფი", გაგიკვირდებათ და ქუოკას ადამიანებთან ფოტო-გადაღება ძალიან მოსწონს.

Zooclub

ხალხს ძალიან მოსწონს ამ უწყინარ ცხოველთან ურთიერთბა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც სასიამოვნოს ყოველთვის აფუჭებენ. ამ შემთხვევაში ასეთები აღმოჩნდნენ ფრანგი ტურისტები, რომლებიც უწყინარ ქუოკას საშინლად მოექცნენ.

ფრანგმა ტურისტებმა ქუოკა ძალიან შეაშინეს. ისინი ცხოველს მიუახლოვდნენ და აეროზოლი გაუშვეს ცეცხლთან
ერთად. ქუოკა შეშინდა და გაიქცა, რამდენიმე წამიც, რომ დაყოვნებულიყო, შესაძლოა ცეცხლი მოჰკიდებოდა.

ახალგაზრდა ტურისტებმა თავიანთი
"გართობა" ვიდეო კამერაზე აღბეჭდეს. როგორც ჩანს, ისინი ძალიან გაამხიარულა საცოდავი ცხოველის რეაქციამ, რომელმაც ძლივს მოასწრო თავის დახსნა.

Zooclub

ამ ინციდენტს ადგილოვრივი მაცხოვრებლების და ცხოველთა დამცველების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა.

ფრანგი ტურიტების ადვოკატი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ახალგაზრდებს არც კი უფიქრიათ ცხოველისთვის ზიანის მიყენება, თუმცა, მოსამართლემ ისინი 4 000 დოლარით დააჯარიმა, ამასთანავე, მათ ერთი ღამე გაატარეს წინასწარი დაკავების საკანში.

ეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი იყო და ტურისტებმა იოლად დააღწიეს თავი, რადგან ავსტრალიაში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი  50 000 დოლარიანი ჯარიმა და 5-წლიანი პატიმრობაა.

ასევე იხილეთ:

ქუოკა – მხიარული ცხოველი

გიორგი
კარგი, ხალხო, ნუ გადაასხით ფრანგებს, ფანჯრიდან გაიხედეთ, რამდენი სადისტი და ცხოველთმოძულეა ჩვენს გარშემო. ეომეთ ცუდ ადამიანებს და არა ერებს...
mariami grdzelishvili
საზიზგარი ტურისტები ერტი მე ცაგიკიდებტ ცეცხლს მოგეცონებატ ტქვე უგულოებო
mariami grdzelishvili
რა სადისტები არიან ეს საყვარელი პატარა არსება როგორ უნდა აცამო და ცეცხლი მოუკიდო ჯარიმაზე გირსები არიან კიდევ კარგი გაექცატ
mariami grdzelishvili
რა დაუსჰავა პატარა ცხოველმა
თამ
კრეტინები. მეტის ღირსი არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?