უსაყვარლესი კატა, სახელად "ჩარლი ჩაპლინი", უჩვეულო ულვაშით
უსაყვარლესი კატა, სახელად "ჩარლი ჩაპლინი", უჩვეულო ულვაშით
ამ კატას, ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, ჩარლი ჩაპლინს ამსგავსებენ. სწორედ ამიტომ პატრონმა ცხოველს ჩარლი დაარქვა.

სტეისი მიუსიქმა, რომელიც ალაბამაში ცხოვრობს, მეზობლის ბაღში უსუსური კნუტი იპოვა. უსაყვარლესი არსება მან ცნობილ მსახიობს, ჩარლი ჩაპლინს მიამსგავსა. კატის გარეგნობაში ყველაზე გამორჩეული მისი ულვაშია.

დღეს ჩარლი 8 წლისაა. პატრონი აღნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი ულვაშიც იზრდება და ჩარლიდან ფრედი მერკურის გარეგნობას იღებს.

"ადამიანებს ძალიან მოსწონთ ჩარლის ფოტოების ხილვა, ამიტომ საინტერესო კადრებს  ხშირად ვავრცელებ სოციალურ ქსელში. ისინი ყოველთვის დადებით შეფასებებს იღებენ. ჩემი ბინადრის ზოგიერთ ფოტოს 5 ათასამდე
მოწონებაც აქვს", - ამბობს ცხოველის პატრონი.

Zooclub

"როდესაც ჩარლი 3-4 თვის იყო, მას პატარა ულვაშები შევამჩნიე
და ვიფიქრე, რომ ჩარლი ჩაპლინს ძალიან ჰგავდა, მას შემდეგ "ჩარლის" ვეძახი. წლების მატებასთან ერთად, ულვაშებიც იზრდება, თუმცა ეს სახელი მას სამუდამოდ დარჩა".

მიუხედავად იმისა, რომ კატის პატრონი თავისი ბინადრის პოპულარობას არ გეგმავდა, ნათელი იყო,  ჩარლის უჩვეულო გარეგნობა პატარაობიდან ჰქონდა. ოჯახისთვის კი ჩარლი უბრალოდ უსაყვარლეს ოთხფეხა ბინადრად რჩება.

Zooclub

"ჩვენთვის ის უბრალოდ ჩარლია. ჩარლი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. როდესაც ის პირველად დედასთან, დებთან და ძმებთან ერთად შემთხვევით ვიპოვე, ველურივით იქცეოდა. როგორც ჩანს, დედა კატამ მეზობლის მიტოვებული სატვირთოს ქვეშ გააჩინა კნუტები. მისი და-ძმა ადამიანების მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ, მაგრამ ჩარლი სახლის კართან ყოველთვის მოდიოდა. საბოლოოდ, ის სახლში შევიყვანეთ. დედა კატა და ჩარლის და-ძმა დღესაც ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ ჩემი მეზობელი ცდილობს, რომ საკვები არ მოაკლდეთ. ასევე, ეზოში თბილი სახლი გაუკეთა, სადაც მათ კომფორტულად და დაცულად სძინავთ", - ამბობს კატის პატრონი.

ჩარლის პატრონის თქმით, ადამიანების ნაწილი კატას ფრედი მერკურსაც ამსგავსებს, მაგრამ მის ბინადარს 8 წლის განმავლობაში ჩარლის ეძახდნენ და სახელის გამოცვლა უკვე გვიანია.

ასევე იხილეთ:

უზარმაზარი კატა სოციალურ ქსელებში ვარსკვლავი გახდა და არაერთი ადამიანის გული დაიპყრო

ეს ცხოველი პატარა ბეჰემოთს ძალიან ჰგავს, მაგრამ ის ჩვეულებრივი შინაური ცხოველია

ცხოველთა მოყვარულებმა ქუჩიდან აიყვანეს უპატრონო ლეკვი, რომელსაც შუბლზე კუდი აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?