უზარმაზარი კატა სოციალურ ქსელებში ვარსკვლავი გახდა და არაერთი ადამიანის გული დაიპყრო (+ვიდეო)
მას შემდეგ, რაც ფილადელფიის თავშესაფარმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე უზარმაზარი კატის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი გარეგნობით აღფრთოვანდნენ. 12 წლის კატა, სახელად ბიჯეი, ანუ მისტერ ბი, თავშესაფარში ქუჩიდან მოხვდა და მზრუნველ ოჯახს ეძებს.

უჩვეულო გარეგნობის ცხოველი ორი წლის ასაკში 12 კგ-ს იწონის და თავისი ზომებით მეტად ჰგავს ფოცხვერს, ვიდრე ჩვეულებრივ შინაურ კატას.

ბიჯეიმ ინტერნეტ მომხმარებლების გული დაიპყრო: რამდენიმე საათში მის ფოტოებს 33 ათასი მოწონება და 10 ათასი კომენტარი მოჰყვა.

მოკლე დროში ფუმფულა ბინადარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ CBS-ის ტელეარხმა მასზე სიუჟეტიც მოამზადა.

Zooclub

მეტიც, ფილადელფიის პოლიციამ თავშესაფარს მისტერ ბის პოლიციის რიგებში გაწევრიანება შესთავაზა: სამართალდამცველების თქმით, კატა თავისუფლად გაუმკლავდებოდა
იმ ამოცანებს, რასაც პოლიციის რიგებში მყოფი ძაღლები ასრულებენ.

სამართალდამცველებთან ერთად მუშაობა ბიჯეის არ მოუწევს, რადგან კატის აყვანის მსურველების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ამჟამად, მისტერ ბი ვეტერინარების დაკვირვების ქვეშაა, რის შემდეგაც თავშესაფარი ფუმფულა ბინადარს საუკეთესო პატრონს შეურჩევს.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ეს გიგანტური ხარი ყველას აოცებს, თუმცა, მას სერიოზული კონკურენტები ჰყავს

"გოლიათი ბავშვი": ირლანდიური მგლის მახრჩობელას 10 ფოტო, რომელთა არსებობაც რთულია დავიჯეროთ

მყვინთავმა ადამიანის სიდიდის მედუზა აღმოაჩინა
noe
ტყის კატაა ეტყობა და იმიტომაც არის დიდი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?