დაჭრილი ძაღლი თოვლში იწვა და მოთმინებით ელოდა დახმარებას
დაჭრილი ძაღლი თოვლში იწვა და მოთმინებით ელოდა დახმარებას
დღეს თუ ნახავთ ჩარლის, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ 2 კვირის წინ ის სიკვდილის პირას იყო. მაგრამ ახლა მას ბევრი მეგობარი ჰყავს და მრავალი მიზეზი აქვს ბედნიერებისთვის.

ყველაფერი 11 იანვარს დაიწყო, როდესაც ჩარლის მანქანა დაეჯახა. ადამიანი, რომელიც საჭესთან იჯდა არც შეჩერებულა, რომ შეემოწმებინა, ცოცხალი იყო თუ არა ძაღლი.

საბედნიეროდ, ორმა გამვლელმა ჩარლი იპოვა მანამ, სანამ ძაღლი დაიღუპებოდა. მათ ჩარლი გაათბეს, გააჩერეს მანქანა და ვეტერინართან მიიყვანეს.

Zooclub

ჩარლი კანაპოლისის ვეტკლინიკაში აღმოჩნდა. გარდა ჭრილობებისა და ნაფხაჭნებისა, ჩარლის ხერხემლის არეში სერიოზული მოტეხილობა ჰქონდა. მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი
ოპერაცია 4 000 დოლარი ჯდებოდა.

Zooclub

ჩარლის პატრონი ვერ იპოვეს, ამიტომ მისი დახმარება არავის შეეძლო, სანამ
წარმოუდგენელი რამ არ მოხდა.

იმ ადამიანის ერთ-ერთმა ნათესავმა, რომელმაც ჩარლი ქუჩის პირას იპოვა, GoFundMe-ზე ოლივერის გადასარჩენად საჭირო ფულის შეგროვებას ორგანიზება გაუკეთა. ძაღლის გადასარჩენად 180-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო თანხა.

Zooclub

ეს საოცარი იყო.

ჩარლიმ კარგად გადაიტანა ოპერაცია და მას შემდეგ ის სულ იღიმება.

Zooclub

მის სრულად გამოჯანმრთელებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მას უკვე შეუძლია დგომა.

Zooclub

მალე ჩარლი სახლში გაემგზავრება. ბოლო პერიოდის მანძილზე მისი აყვანის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

Zooclub
შტატის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ კანონი გასამკაცრებელია იმ მძღოლებთან მიმართებაში, რომლებიც ცხოველს მანქანით ეჯახება და უყურადღებოდ ტოვებს.
ნანა
რა საყვარელია.ხელი უნდა მოტყდეს იმას, ვინც გზაში მიატოვა. იმ ორს კი დიდი მადლობა, რომ გადაარჩინეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?