გაიცანით: ჩარლი - სმენის არმქონე დალმატინელი, რომლის დაძინებაც უნდოდათ (+ფოტო & ვიდეო)
გაიცანით: ჩარლი - სმენის არმქონე დალმატინელი, რომლის დაძინებაც უნდოდათ (+ფოტო & ვიდეო)
სულ ერთი წლის წინ ეს კარგი ხასიათის ულამაზესი ძაღლის სახელი ნიუ-იორკის თავშესაფარში დაძინების სიაში ეწერა. საბედნიეროდ, ის ამ საშინელი ხვედრისგან ახლანდელმა პატრონმა გადაარჩინა. კოლინმა Dogs On Q-დან იმ მომენტში იპოვა, როდესაც სიკვილის ზღვარზე იდგა. მას დაძინებამდე კიდევ 5 დღით გაუხანგრძლივეს სიცოცხლე იმ შემთხვევისთვის, რომ ამ პერიოდში იქნებ ვინმეს აეყვანა.

დალმატინელი ჩარლის ყველა წინა პატრონი ამბობდა, რომ ის “აბსოლუტურად მოუთვინიერებელი, დამანგრეველი, კბენარა და მუნჯი ცხოველი იყო” და რომ ეს ბიჭი უბრალოდ “არავის უჯერებს”. ბოლო ნათქვამი განსაკუთრებით ირონიულად ჟღერს იმის გათვალისწინებით, რომ
ძაღლს სმენა სრულიად დაკარგული ქონდა. მადლობა ღმერთს, ახლა მას უამრავი უპირატესობა აქვს.

6-თვიანი წვრთნის შემდეგ
ჩარლი სერტიფიცირებული ძაღლი-თერაპევტია.

ADA -ში კიდევ 6-თვიანი წვრთნის შემდეგ იგი ოფიციალური მომსახურე ძაღლი გახდა თავისი პატრონისთვის.

მისმა არასრულფასოვნებამ სრულიად არ შეუშალა მას ხელი, წარმატებული ძაღლი გამხდარიყო.

ჩარლიმ ჟესტების ენაზე 30-ზე მეტი ბრძანება ისწავლა და გაიჩინა ბევრი თაყვანისმცემელი, რომლებიც ძაღლების პარკში ყოველ დღე ელოდებიან.

მან კოლინი შთააგონა, რომ ის ძაღლებიც გაწვრთნას, რომლებიც დამატებით დახმარებას საჭიროებენ.
იგი მუშაობს ორგანიზაციასთან, რომელიც ამ უჩვეულო ბინადრებს იყვანს ახალ ამბებში, ფილმებსა თუ ჟურნალებში გადასაღებად.

იმისათვის, რომ ჩარლი უფრო სახელოვანი გამხდარიყო, სოცქსელსა და ინსტაგრამში მისი ანგარიში შეიქმნა და სულ მალე მის ნახვას GQ-ის გვერდებზე შეძლებთ.

ეს უსაყვარლესი ბიჭი დღეს ბევრად უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე.

ნახეთ ფილმი ამ საოცარი ძაღლის შესახებ!


იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოალბომი


ხომ საოცარი ისტორიაა?...
გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენთანაც არიან მიტოვებული პრობლემატური ძაღლები, რომლებიც თქვენს სიყვარულს და თბილ სახლს ელოდებიან..
ეს ძაღლი გორის თავშესაფარში 3 თვის ჩააბარეს, სმენადაკარგული და უსინათლოა. 3 წელია თავშესაფარში ცხოვრობს. ორიენტაცია ყნოსვით და შეხებით აქვს.
არის უზომოდ მოსიყვარულე და სჭირდება სახლი, სადაც ეყვარებათ...
Zooclub
მას თქვენ სჭირდებით.
მისი აყვანის მსურველები დაუკავშირდით ქალბატონ თამარს - 577102533
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?