ეს ცხოველი პატარა ბეჰემოთს ძალიან ჰგავს, მაგრამ ის ჩვეულებრივი შინაური ცხოველია
ეს ცხოველი პატარა ბეჰემოთს ძალიან ჰგავს, მაგრამ ის ჩვეულებრივი შინაური ცხოველია
ინტერნეტ სივრცეში შესაძლოა შეგხვდეთ პატარა "ბეჰემოთის" ფოტოები, რომელიც ადამიანის ხელზე მარტივად ეტევა. სინამდვილეში არსებობს მინიატურული ბეჰემოთი, მაგრამ 200 კგ-მდე იწონის, შესაბამისად, ის ადამიანის ხელზე ვერ დაეტევა. ამ ფოტოებზე გამოსახული ცხოველი კი, ქოსა ზღვის გოჭია. 
ზღვის გოჭის ქოსა ჯიში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ის პირველად 1978 წელს კანადაში ექსპერიმენტის შედეგად გამოიყვანეს. როგორც ჩანს, ერთ-ერთ მამრს გამორჩეული გენი ჰქონდა, რადგან ყველა მდედრმა, რომელთანაც ეს მამრი ცხოვრობდა ქოსა ნაშიერები გააჩინა.

6 წლის შემდეგ მუტაცია განმეორდა და მხოლოდ მას შემდეგ მომშენებლებმა გადაწყვიტეს ახალი ჯიშის გამოყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის გოჭები სწრაფად მრავლდებიან (მაკეობა გრძელდება 2 თვე და იბადება 6 და
მეტი ზღვის გოჭი), გენების გასამყარებლად მომშენებლებს დიდი დრო დასჭირდათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ქოსა ზღვის გოჭები სუსტი იმუნიტეტით იბადებოდნენ და მალევე კვდებოდნენ. ამიტომ, მომშენებლებმა ქოსა ჩვეულებრივ ზღვის გოჭთან შეაჯვარეს, ამან  საჭირო გენის გამყარება გამოიწვია.

ამჟამად ამ ჯიშს "სკინს" უწოდებენ. სკინის ჯიშის ზღვის გოჭი თითქმის არაფრით განსხვავდება თავისი მოძმეებისგან, გარდა იმისა, რომ მას ჩვეულებრივ ზღვის გოჭზე ცოტა მეტი საკვები სჭირდება. ეს აუცილებელია, რათა სხეულმა მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნოს.

იხილეთ უჩვეულო გარეგნობის ზღვის გოჭების ფოტოები, რომელბიც პატარა ბეჰემოთს მოგაგონებთ.

ასევე იხილეთ:

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ზღვის გოჭი

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ზღვის გოჭებზე. მათი წაკითხვის შემდეგ ეს მღრღნელი აუცილებლად შეგიყვარდებათ
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?