6 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ზღვის გოჭი
6 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ზღვის გოჭი
გარდა იმისა, რომ ზღვის გოჭი ჭკვიანი და საყვარელი ცხოველია, ის ძალიან ფასობს, როგორც შინაური ცხოველი. გინდათ შეიტყოთ რატომ?

1. ზღვის გოჭი საოცრად ერთგული არსებაა, რომელსაც საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვს. დიახ, თუ დიდი ხანია ოცნებობთ ძაღლის აყვანაზე, მაგრამ ბინაში მცირე ადგილია და დრო არ გაქვთ მის გასასეირნებლად, ამ შემთხვევაში, ზღვის გოჭი საუკეთესო არჩევანია.

ეს მღრღნელი ძალიან ეჩვევა თავის პატრონს - ცნობს მის ხმას და არჩევს ნაბიჯებს. მფლობელის მიახლოებისას ზღვის გოჭი გამოსცემს დამახასიათებელ ხმას - ითხოვს ყურადღებასა და მოფერებას. ამ ცხოველს შეუძლია დიდი სიამოვნებით
მოკალათდეს პატრონის ხელზე და ასეთ მდგომარეობაში საათობით იჯდეს.

Zooclub

2. ზღვის გოჭი ძალიან სუფთა ცხოველია და
სახლში დიდ ადგილს არ იკავებს. სუნი და სიბინძურე - ეს მხოლოდ მითია ამ მღრღნელის შესახებ, რომელსაც ზარმაცი ადამიანები ავრცელებენ. თუ გალიაში მხოლოდ ერთი ზღვის გოჭი ცხოვრობს და მასზე სწორად ზრუნავთ, მაგალითად, ნახერხს კვირაში ორჯერ უცვლით, ერთადერთი, რისი სუნიც შეიძლება თქვენს ბინადარს ჰქონდეს, ეს ხილი და მარცვლეულია, რომლებიც მის კვების რაციონს შეადგენს.

Zooclub

3. საკვებისა და ყურადღების მხრივ, ზღვის გოჭი მომთხოვნი არ არის: აუცილებელია 24 საათში ერთხელ მისი დასალევი წყლის შეცვლა, დღეში 2-ჯერ საკვები მარცვლეული და დღეში ერთხელ თივა (რომელიც დაპრესილი სახით ზოომაღაზიებში იყიდება). თქვენი ფუმფულა მეგობარი დიდი სიამოვნებით გაერთობა ვაშლის, მსხლის, კიტრის ნაჭრების, სტაფილოს, ბანანის, მწვანილის დაღრღნით.

Zooclub

4. თუ ბავშვს ნებას დართავთ, იყოლიოს ზღვის გოჭი, ეს პატარას ხელს შეუწყობს თვითგანვითარების პროცესში. ასევე, თქვენი შვილი ისწავლის გარშემომყოფებზე ზრუნვას. ზღვის გოჭი ინტროვერტს დაეხმარება, შეიძინოს არა მომაბეზრებელი, არამედ ერთგული მეგობარი. ექსტრავერტი ისწავლის, გარშემომყოფების მიმართ იყოს გაცილებით ყურადღებიანი, რადგან ცხოველი მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული საკვებისა და მოვლის მხრივ.

Zooclub

5. ზღვის გოჭი საკმაოდ დამოუკიდებელი ცხოველია. ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს და შინ ცხოველი არ ჰყავს, შეუძლია ზღვის გოჭი სახლში თავისუფლად გაუშვას. ის აუცილებლად დაბრუნდება თავის გალიაში, რომელსაც საკუთარ სახლად თვლის. უდავოა, უსაფრთხოების ნორმები აუცილებლად უნდა დაიცვათ - თუ ბინაში სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, ან შინ კატა/ძაღლი გყავთ, მოერიდეთ მის თავისუფლად გაშვებას.

Zooclub

6. და აი, მე-6 მიზეზი, რის გამოც ღირს აიყვანოთ ზღვის გოჭი - ის უბრალოდ ძალიან საყვარელი არსებაა, რომელიც ცხოვრებას გაგილამაზებთ.

ასევე იხილეთ:

ზღვის გოჭის სახეობები
cerber
მე მყავს და თმა ცვივა გამუდმებით,ვერაფერი მოვუხერხე და არ ვიცი რა ვქნა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?