რატომ კნავის თქვენი კატა?
რატომ კნავის თქვენი კატა?
ადამიანები ლაპარაკობენ ურთიერთობისთვის, კატებსაც შეუძლიათ თავის ენაზე საუბარი და ურთიერთობა. როდესაც თქვენი კატა თქვენი მისამართით კნავის შესაძლოა:

მას უნდა საკვები;

საჭიროებს თქვენს ყურადღებას;

ზოგიერთი თქვენი საქციელით მას თავს აბეზრებთ; 

მას ეშინია ვიღაცის ან რაღაცის;

არ გრძნობს თავს კარგად;

და ბოლოს, თქვენს კატას უბრალოდ მოსწონს კნავილი (ამ თვისებით ყველაზე მეტად გამოირჩევა ბენგალური, სიამისა და სფინქსის ჯიშის კატები).

სამწუხაროდ, არა ერთი კატის პატრონი, თავისი ბინადრის კნავილს სხვადასხვაგვარად აღიქვამს. როდესაც თქვენი კატა კნავის, მიაქციეთ ყურადღება, რას აკეთებს ამ დროს და სად არის.

როდესაც
კატას რაიმე სტრესი აქვს, ის ჩვეულზე მაღალ ხმაზე კნავის და ეს კნავილი გაბმულ ხმის ტემბრშია.

თუ თქვენი ბინადარი რამეს გთხოვთ, ის ფეხებს შორის გებლანდებათ და თან კნავის.

თუ თქვენი კატა საკვებთან მიდის დასუნავს ან საკვების პატარა ნაწილს პირით იღებს და ისევ უკან აგდებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის უარს აცხადებს საკვების მიღებაზე და ითხოვს კვების რაციონის შეცვლას.

კატა ძალიან ჭკვიანი შინაური ბინადარია, მან ყოველთვის იცის როდის რა სურს და პატრონს კნავილით და მოქმედებებით აგებინებს. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ბინადარს და აუცილებლად მიხვდებით, რას გთხოვთ ის.

ასევე იხილეთ:

კატის ლექსიკონი ანუ როდის რას გვეუბნება ჩვენი კატა

როდესაც თქვენი ძაღლი მათხოვრობს

ნამდვილად იცით თქვენს კატას როდის რა სურს?

d
ჩემი კატა არ კნავის, ჩემი კატა იღრინება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?