ზღვის გოჭის სახეობები
ზღვის გოჭის სახეობები
ზღვის გოჭი იოლად მოსავლელი, მშვიდი და ლამაზი დეკორატიული მღრღნელია. არსებობს ზღვის გოჭის არაერთი დეკორატიული სახეობა. ყოველი მათგანი თავისებურად მიმზიდველია. ეს თემაც ზღვის გოჭის ცნობილ და ლამაზ სახეობებზეა. 



ზღვის გოჭი ალპაკა

გამოირჩევა ხშირი, გრძელი და ხვეული ბეწვით. მისი თივთიკი უფრო კარგად არის შესამჩნევია, როდესაც ბეწვი განსაზღვრულ სიგრძემდე იზრდება. ტალღოვანი ბეწვი უფრო ლამაზად ჩანს მათ სხეულზე, რომელიც პატარა ალპაკას აძლევს გრაციოზულ, ლამაზ იერს. აღსანიშნავია ის, რომ ამ ჯიშს კიდურებზე ბეწვი ეზრდება ზევიდან ქვემოთ და არა პირიქით, როგორც სხვა სახეობის მღრღნელს.

Zooclub

ზღვის გოჭი
ტესკელი

გამოირჩევა ლამაზი ტალღოვანი ბეწვით. მისი სახელი მომდინარეობს ცხვრის ერთ-ერთი სახეობისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, ხვეული
ბეწვისა და სახელის მეტი მას ამ ცხვრის ჯიშთან სხვა არაფერი აქვს საერთო. მისი ვიზუალის გამო, ამ სახეობის მიმართ ზღვის გოჭის მოყვარულები დიდ ინტერესს გამოხატავენ.

Zooclub

აბისინსკური ზღვის გოჭი

ზღვის გოჭის ერთ-ერთი ძველი და ლამაზი სახეობაა. მათ აქვთ ხისტი ბეწვის ფაქტურა, სადაც აქა-იქ განაწილებულია გრძელი ბეწვიც. ამ სახეობის ზღვის გოჭისთვის ძალიან რთულია იმყოფებოდეს გალიაში. მას აუცილებლად ესაჭიროება სივრცე და მოძრაობა, დღეში 1 საათი მაინც. თუ თქვენ გყავთ აბისინკსური ზღვის გოჭი დღეში რამდენიმე საათი გამოუშვით გალიიდან, რათა ირბინოს. ისინი საკვების დიდი მოყვარულები არიან.

Zooclub

ზღვის გოჭი მერინო

ეს სახეობა გამოირჩევა გრძელი, ხვეული თმით. მას თავზე გვირგვინის მსგავსი ბეწვის საფარი აქვს. მერანო გამოირჩევა პატარა თავით, ყურის გასწვრივ ბაკებით, ასევე ძლიერი და ხისტი სხეულის აგებულებით. მისი გვრიგვინი უნდა იყოს სიმეტრიული და ზევით აწეული. სწორედ ეს აძლევს მის პატარა თავის ფორმას დამატებით მოცულობას.

Zooclub

პერსუსული ზღვის გოჭი

პერსუსული ჯიში მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, გრძელი და ლამაზი თივთკის გამო. ეს სახეობა არ მოითხოვს ბევრ მოვლას. მისი ბეწვის სიგრძე შესაძლოა 30 სმ-მდეც გაიზარდოს. ზოგიერთი პატრონი ამ ჯიშის მღრღნელს თმის სპეციალურ სამაგრებს უკეთებს, რათა სიარულისას ბეწვი არ გაუფუჭდეს ძირს თრევით.

Zooclub

ზღვის გოჭი რექსი

ამ სახეობის ზღვის გოჭი გამოირჩევა დაბალი, მაგრამ ფაფუკი ბეწვით. მისი თივთიკი განსაკუთერებული ხარისხის არის, რომლის სიგრძეც დაახლოებით 1,5-მდე იზრდება. თავსა და ზურგზე შედარებით უხეში თმა აქვს, ვიდრე მუცელსა და კიდურებზე. ზუსტად მისი ბეწვის ფაქტურის გამო რექსი ძალიან ლამაზ მღრღნელად ითველბა.

Zooclub

ზღვის გოჭი შელტი

ეს ჯიში გამოირჩევა გრძელი, სწორი ბეწვით. მას თავზე თივთიკი ისე ეზრდება, რომ ეფინება ზურგზე და მხრებზეც. საინტერესოა ის, რომ ზღვის გოჭი შელტი იბადება მოკლე ბეწვით, მისი თმა ზრდას დაბადებიდან მესამე კვირას იწყებს. შელტი ვიზუალურად ზრდასრულ ასაკს 6 თვის ასაკში აღწევს.

Zooclub

ზღვის გოჭი ბოულდუინი

ეს სახეობა გამორჩეულია მელოტი სხეულით. ბოულდუინს აქვს მკვრივი, მაგრამ ნაზი კანი. მის სხეულზე ერთი ბეწვიც კი არ არის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თმის ღერს მუხლებზე. ეს ჯიში ბეწვით იბადება, ხოლო ზრდასთან ერთად სცვივდება. ბოულდუინი ითვლება ეგზოტიკურ და ორიგინალურ მღრღნელად.

Zooclub


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?