ქოსა დათვი ცირკიდან ველურ ბუნებაში დააბრუნეს
ქოსა დათვი ცირკიდან ველურ ბუნებაში დააბრუნეს
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 25 წლის დათვი, სახელად კოლიტა ცხოველთა დამცველებმა გაათავისუფლეს. ის მოგზაურ ცირკთან ერთად სხვადასხვა ქალაქში დადიოდა და ქუჩის შოუ პროგრამებში მონაწილეობდა.

საცოდავ დათვზე არავინ ზრუნავდა. მას მხოლოდ ავარჯიშებდნენ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით ცირკის "მწვრთნელები", ხოლო შემდეგ კოლიტა პერუს სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენებში მონაწილეობდა.

Zooclub

მცირე რაოდენობის საკვებისა და ბინძურ პირობებში ყოფნის გამო, კოლიტას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. როდესაც პირველად ცხოველთა დამცველებმა წაიყვანეს სარეაბილიტაციო ცენტრში, დათვი საშინლად დათრგუნული და გასაცოდავებული იყო.

Zooclub

კოლიტამ ერთი წელი გაატარა თავშესაფარში, სადაც დამოუკიდებელ ცხოვრებას აჩვევდნენ.
მან ნახა სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც ამ დრომდე მისთვის წარმოუდგენელი იყო.

Zooclub

სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, კოლიტა
ამაზონის ტყეებში წაიყვანეს. ცხოველი სამი დღის განმავლობაში მიყავდათ სატვირთო ავტომობილით, შემდეგ კი - ნავით.

Zooclub

"ერთი წლის წინ კოლიტას შევხვდი, ის ძალიან დათრგუნული და შეურაცხყოფილი იყო ცირკში გატარებული ცხოვრებით. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როცა ვხედავ კოლიტას ბედნიერს. ის დაუბრუნდა იმ სამყაროს, სადაც მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა."- ამბობს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი იან კრიმერი.

Zooclub

როდესაც დათვი ბუნებაში გაუშვეს, ეს მისი ბედნიერი წუთები იყო. მან მადლიერი სახით გადახედა იმ ადამიანებს, რომლებიც აცილებდნენ და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა

ამ ყუთის გახსნისას უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული

ცირკის ლომმა 13 წლის შემდეგ პირველად ნახა ბუნება, მისი რეაქცია საოცარია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?