ამ ყუთის გახსნისას უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული(+ვიდეო)
ამ ყუთის გახსნისას უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული(+ვიდეო)
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდი (IFAW) ემზადებოდა, რომ ველურ ბუნებაში ყველაზე იშვიათი სახეობის ციმბირული ვეფხვი გაეშვათ. ბოკვერი, სახელად "ზოლუშკა" (კონკია) პატარაობაში გადაარჩინეს IFAW -ის წამომადგენლებმა და მომავალში ველურ ბუნებაში გაშვების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს.

რამდენიმე თვის შემდეგ, მისი განთავისუფლების დღეც დადგა. ყუთი, სადაც ვეფხვი იმყოფებოდა, ტყის სიღრმეში შეიტანეს და დადგეს. "კონკიას" განთავისუფლების დროს, სპეციალისტების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა ყოფილიყო.

Zooclub

საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ყოველივე ეს ვიდეო კამერაზე აღბეჭდა. მართლაც, ულამაზესი სანახავია, როგორ ხტება უეცრად ვეფხვი ყუთიდან და ველურ ბუნებაში უჩინარდება.

ციმბირული ვეფხვის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
მკვლევრების თქმით, ველურ ბუნებაში მათი რაოდენობა 400-მდეა, ვეფხვის 9 ქვე სახეობიდან ის ყველაზე დიდი ზომის ვეფხვად
ითვლება, ძალიან სწრაფი მტაცებელია, ამიტომ "კონკიას" განთავისუფლება გარეულ ცხოველთა დამცველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო.

ცხოველთა დამცველები ძალებს არ იშურებენ, რომ ვეფხვის ეს სახეობა არ გადაშენდეს.  ციმბირული ვეფხვი  IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეტანილი.


იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ტაძარი, რომელშიც ცხოველები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ

მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა

გორილა, რომელმაც არ დაივიწყა თავისი ძველი მეგობარი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?