მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა (+ვიდეო)
მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა (+ვიდეო)
მაიმუნები დაუცველი არსებები არიან და არ ითვლებიან შინაური ბინადრებად, თუმცა ბოლო წლებში ტენდენციად დამკვიდრდა და არაერთ ოჯახში ჰყავთ ისინი, როგორც შინაური ბინადრები.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ეგზოტიკური ცხოველების არალეგალური ვაჭრობა ძალიან გახშირდა. აშშ-ში 15 ათასამდე ოჯახში პრიმატები, როგორც შინაური ცხოველები ისე ჰყავთ, ხოლო დიდ ბრიტანეთში 9 ათასამდე ოჯახში ბინადრობენ მაიმუნები, როგორც კომპანიონი ცხოველები. ამ არსებებს სახლის პირობებში ცხოვრება ძალიან უჭირთ, რადგან ისინი ველური ბუნების ცხოველები არიან.

Zooclub
არლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა (+ვიდეო)" />

არის ქვეყნები, სადაც ლეგალურია ზოგიერთი გარეული ცხოველის სახლში ყოლა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პრიმატების პატრონებმა, არ იციან როგორ მოუარონ ამ ცხოველებს და ისინი მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის ჰყავთ სახლში.

პატარა მაიმუნი მარლიც,
ეგზოტიკური ცხოველთა ვაჭრობის მსხვერპლი იყო, რომელიც
Jane Goodall Institute -მა იხსნა. ამ ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბრიტნი ჰილტონმა ის სახლში წაიყვანა, რადგან მარლი ძალიან პატარა იყო და მარტო ვერ მოახდენდა ადაპტაციას ველურ ბუნებაში, თუმცა როდესაც წამოიზარდა, ბრიტნი ეტაპობდივად აჩვევდა მარლის ბუნებაში ყოფნას. დროებით პატრონს ის ყოველდღე ბუნებაში მიჰყავდა, სადაც სხვა მაიმუნებიც ბინადრობდნენ. საბოლოოდ მარლი, მაიმუნებმა ოჯახის წევრად მიიღეს და ეს პატარა პრიმატი ბუნებაში დარჩა. 

Zooclub

"სწორედ ველურ ბუნებაშია მსგავსი ცხოველების ადგილი, სადაც თავისუფლად და კარგად გრძნობენ თავს და არა ბინაში, სადაც მათთვის ნაკლები სივრცე და შეუსაბამო პირობებია. ბინებში ეს არსებები იტანჯებიან." – ამბობს Jane Goodall Institute -ის თანამშრომელი ბრიტნი ჰილტონი.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?