error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/507d189a4d60ee251d8e73f3a45aaacb.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ზღვის გოჭებზე. მათი წაკითხვის შემდეგ ეს მღრღნელი აუცილებლად შეგიყვარდებათ
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ზღვის გოჭებზე. მათი წაკითხვის შემდეგ ეს მღრღნელი აუცილებლად შეგიყვარდებათ
ზღვის გოჭი საყვარელი, ფუმფულა არსებაა, რომელსაც არაერთ ოჯახში იხილავთ, როგორც შინაურ ბინადარს. ის მარტივად ეჩვევა ადამიანს და პატრონის მიმართ სითბოსაც მუდმივად გამოხატავს.

1. ძველად ზღვის გოჭი თითქმის ხარის სიდიდის იყო და მისი წონა 700 კგ.-მდე აღწევდა.

2. ზღვის გოჭი ინკებმა, ხორცის წარმოების მიზნით, ჩვ.წ. აღ.-მდე მე-5 ათასწლეულში მოიშინაურეს.

3. ამ მღრღნელის სხეულის სიგრძე 35 სმ-ს აღწევს, ხოლო ზრდასრული მამრი შესაძლოა, 1,5 კილოგრამიც იყოს.

4. ზღვის გოჭი მუდმივად მცირე ულუფებით იკვებება. ამის მიზეზი  განსაკუთრებული აგებულების საკვების გა
დამამუშავებელი სისტემაა. 

Zooclub

5. იგი საოცრად კეთილი და მეგობრული შინაური ბინადარია. ზღვის გოჭი იმახსოვრებს საკუთარ სახელს. მას მოსწონს პატრონის ხელზე მოკალათება. როდესაც
ეფერებიან, სიამოვნებისგან უცნაურ ხმებს გამოსცემს.

Zooclub

6. მაკე ზღვის გოჭი და ხშირად მამრიც, გამოსცემენ უცნაურ ხმას, რომელიც ჩიტის ჭიკჭიკს მოგაგონებთ.

7. ზღვის გოჭი დაახლოებით 5 წელი ცოცხლობს, მაგრამ კარგი მოვლის შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება, რამდენიმე წლით გახანგძლივდეს.

8. ზღვის გოჭი ზრდასრულ ასაკს დაბადებიდან 1 თვეში აღწევს, სწორედ ამ პერიოდიდან არის შესაძლებელი მისი გამრავლება.

9. ამ მღრღნელს კბილები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება.

Zooclub

10. როდესაც ზღვის გოჭი ბედნიერად გრძნობს თავს, დახტის ერთ ადგილზე ან იზმორება.

11. ყველაზე ასაკოვანმა ზღვის გოჭმა 15 წლამდე იცოცხლა. იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

12. ზღვის გოჭის დნმ-ი შედგება 64 ქრომოსომისგან (ადამიანს 18-ით ნაკლები აქვს).

13. მაკე ზღვის გოჭს უნარი აქვს, დედობა გადაიფიქროს - ამ შემთხვევაში ნაშიერებს მშობლის სხეული შთანთქავს ან ნაყოფი რამდენიმე წლით კონსერვირდება.

14. ზღვის გოჭს დღეში რამდენჯერმე, 10 წუთის განმავლობაში, სძინავს.

15. მიუხედავად სახელისა, ამ მღრღნელს წყალი არ უყვარს.

16. ზღვის გოჭი შესაძლოა, სერიოზულად დაშავდეს პატარა სიმაღლიდან გადმოხტომის შემთხვევაშიც.

17. განსხვავებით სხვა მღრღნელებისა, ზღვის გოჭი ფერებს არჩევს.

18. ეს მღრღნელი ევროპაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქრისტოფერ კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა.

ასევე იხილეთ:

საინტერესო ფაქტები ზარმაცას შესახებ

საოცარი ფაქტები დელფინების შესახებ და მათი წარმოუდგენელი შესაძლებლობები

რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატის ქცევის შესახებ
tamari
ზგვის გოჭს ბალახი დაბოსტნეული დზალიან უყვაეს განსაკუტრებიტ სტაპილო და კიტრის კანი. დზალიან ცჰკვიანია და სჰეიდზლება გაწვრტნა კიდეც.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?