კატამ ბავშვი კიბიდან ჩავარდნას გადაარჩინა (ემოციური ვიდეო)
ჩვენ არაერთხელ გვინახავს ფოტო/ვიდეო კადრები, თუ როგორ გადაურჩენიათ ძაღლებს ადამიანები, თუმცა, იშვიათად შეგვხვედრია ფაქტები, როდესაც კატებს ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინათ.

რამდენიმე ხნის წინ, დილორ ალვარესმა, ინტერნეტ სივრცეში უჩვეულო ვიდეო გამოაქვეყნა: სათვალთვალო კამერამ გადაიღო იატაკზე მოთამაშე ბავშვი და კატა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში პატარას გვერდით იმყოფებოდა და მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდა.

მოვლენების განვითარებით ვხვდებით, რომ ბავშვის ოთახში მარტო დატოვება  საშიშია - კადრებში გარკვევით ჩანს, თუ როგორ მიხოხავს ჩვილი კიბეზე მიმავალ ღია კართან.

Zooclub

საბედნიეროდ, კატამ რეაგირება სწრაფად მოახდინა და ბავშვს გზა გადაუღობა. შინაურმა
ცხოველმა პატარას დაყოლიება თამაშითა და აქტიური მოქმედებებით შეძლო.

ცხოველმა ეს განზრახ გააკეთა თუ არა, უცნობია,
მაგრამ ფაქტია, რომ მის გარეშე ბავშვი კიბიდან ჩავარდებოდა და შესაძლოა, სერიოზული ტრავმები მიეღო.

ასე გამოიყურება გმირი კატა

Zooclub

სოციალური ქსელების მომხმარებლები კატის მიმართ თბილ კომენტარებს არ იშურებდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ფაქტია, რომ  ყოველივე კარგად დასრულდა, თუმცა, ადამიანების ნაწილი აკრიტიკებდა ბავშვის მშობლებს, რომლებმაც შვილი უყურადღებოდ დატოვეს. კომენტარებში ასევე აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კატა ჭკვიანი ცხოველია, მის იმედად ბავშვის დატოვება დაუშვებელია. 

ასევე იხილეთ:

მამა ბავშვს ეჩხუბება... კატის ასეთ რეაქციას არავინ ელოდა

კატამ შვეიცარიის მთებში დაკარგული ახალგაზრდა გადაარჩინა

7 წლის კატამ ცხოვრებაში პირველად დაიკნავლა და ოჯახი სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?