კატამ შვეიცარიის მთებში დაკარგული ახალგაზრდა გადაარჩინა
კატამ შვეიცარიის მთებში დაკარგული ახალგაზრდა გადაარჩინა
ითვლება, რომ კატებს არ უყვართ ადმიანზე მიჩვევა და თავისი ნებით სეირნობენ. თუმცა, ცოტა ხნის წინ სოცქსელში მომხმარებელმა, სახელით sc4s2cg, ერთი ისტორია გამოაქვეყნა, რომელის კატის სულ სხვა მხარეს დაგვანახებს.

ახალგაზრდა კაცი შვეიცარიის მთებში, სოფელ გიმმელვალდის შემოგარენში სალაშქროდ წავიდა, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ გზა აებნა.

Zooclub

“გიმმელვალდი მთებში ჩაკარგული ძალიან პატარა და მყუდრო სოფელია. სალაშქროდ თხილამურების სეზონის ბოლოს წავედი. ფეხით მოვიარე მთები. როცა დაშვების დრო მოვიდა, რუკა გავშალე და დავაკვირდი, რომ გამერკვია, როგორ უნდა დავბრუნებულიყავი. აქ აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი ნაცნობი გზა იმ გასასვლელზე
იყო, რომელიც ჩაკეტილი აღმოჩნდა. დასასვენებლად ჩამოვჯექი, რომ უეცრად ეს ულამაზესი კატა დავინახე,” - ყვება ©
sc4s2cg

Zooclub

კატამაც შემამჩნია. ის გვერდით მომიჯდა, მერე კი რომელიღაც ბილიკს გაუყვა. ხან ჩერდებოდა, თითქოს მამოწმებდა უკან მივდევდი თუ არა. იმის მიუხედავად, რომ სრულიად უცხო ვიყავი მისთვის, კატა ძალიან მეგობრულად იქცეოდა. როგორც ჩანს, ის მიჩვეული იყო აქ ტურისტების გარემოს. როგორც კი უშუალოდ სოფლისკემ მიმავალ გზას დავადექი ჩვენი გზები გაიყო და კატა თავის საქმეებზე წავიდა”.

Zooclub

ამ ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ სოცქსელის სხვა მომხმარებლებმაც დაწერეს, რომ მათაც შეხვედრიათ ზუსტად ასეთი კატა იმ ტერიტორიაზე. ერთი მათგანი ყვება: “3 თვის წინ ეს კატა ჩვენთან ერთად დადიოდა ლაშქრობაში. ის ტურისტების წინ მიდის, ჩერდება, უცდის და ფართეთ უღიმის კიდეც”.

Zooclub

როგორც გაირკვა, კატა სოფელში ცხოვრობს და ძალიან უყვარს ტურისტები.
ლეო
,,კატა–ბუნენის მიერ შექმნილი შედევრ,, ლეონარდო და ვინჩი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?