ამ კატას კნუტები მოაცილეს.. მაგრამ მან შვილები ქალაქის მეორე ბოლოშიც კი იპოვა!...
ამ კატას კნუტები მოაცილეს.. მაგრამ მან შვილები ქალაქის მეორე ბოლოშიც კი იპოვა!...
ერთ-ერთი ვეტერინარული კლინიკის თანამშრომლებმა შენობის კიბეებზე ახალშობილი კნუტები იპოვეს. ასეთი შემთხვევები დროდადრო ხდება. კატების პატრონები, რომელთა ოჯახშიც მატებაა, ყოველთვის არ არიან მზად კნუტების მოვლისთვის, ამიტომ მათ თავშესაფრებთან ან ვეტერინარულ კლინიკებთან ტოვებენ.

ამიტომ ახალი ზელანდიის ვეტკლინიკის თანამშრომლებს სულაც არ გაკვირვებიათ ეს კნუტები და ისინი კლინიკაში აიყვანეს, სადაც პატარების ნორმალურ მოვლას შეძლებდნენ.

საღამოს ვეტკლინიკის მახლობლად გამოჩნდა რუხი კატა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა შენობაში შეღწევას. თავიდან მას უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ კატამ უცნაური სიჯიუტე გამოიჩინა
და კლინიკა ფაქტობრივად ალყაში მოაქცია.

Zooclub

მეორე დღეს მედმუშაკების ინტერესმა გაიმარჯვა და კატა კლინიკაში შეუშვეს. მათ ძალიან გაუკვირდათ, როდესაც კატა მაშინვე იმ ოთახისკენ გაემართა, სადაც წინა
დღით აყვანილი კნუტები იყვნენ!

კატა ამ პატარების დედა აღმოჩნდა. დაინახა თუ არა კნუტები, მაშინვე მათ გამოკვებას შეუდგა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პერსონალიდან არც ერთს ადრე არ უნახავს ეს კატა კლინიკის ახლომახლო. გასაგებია, რომ ის ქალაქის სხვა რაიონში ცხოვრობდა და ვეტერინარულ კლინიკას მხოლოდ შვილების ძებნის დროს მიადგა. ის, თუ როგორ გაიგო კატამ, რომ მისი კნუტები სწორედ ამ კლინიკაში იყვნენ, დღემდე გამოცანად რჩება.

Zooclub

ამჟამად მთელი ოჯახი კლინიკაში ცხოვრობს. პერსონალი კი აქტიურად ეძებს მათთვის მზრუნველ პატრონებს.

ტაო
მეც მყავდა კატა სახელად კუშა, ერთხელ 4 კნუტი გააჩინა, მამაჩემმა ოთხივე კნუტი ხაშურიდან ზესტაფონში, ერთ-ერთ რესტორანში მიიყვანა, ჩემმა კატამ სათითაოდ, პირით ჩამოიყვანა უკან ოთხივე კნუტი...ვოტ..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?