7 წლის კატამ ცხოვრებაში პირველად დაიკნავლა და ოჯახი სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
კატა, სახელად ბოო, 7 წლისაა და მისგან პატრონებს კნავილი ამ დრომდე არ გაუგიათ. როცა შინაურმა ცხოველმა პირველად დაიკნავლა, ამის მიზეზი მართლაც ჰქონდა - მან ოჯახი საშინელი სიკვდილისგან იხსნა.

ინციდენტი ქალაქ გრინ თაუნშიფში  (შტატი ოჰაიო, აშშ) 15 მაისის დილას მოხდა. კატის პატრონის, არინა კეჩკესის თქმით, მთელმა ოჯახმა  ბოოს კნავილზე გაიღვიძა, რადგან მათი შინაური ბინადარი ამ დრომდე არანაირ ხმას არ გამოსცემდა.

"ბოო ჩვეულებრივ კივილისმაგვარ ხმას გამოსცემს ან ჩუმად არის. ჩვენ ხშირად ვხუმრობთ მის უცნაურ ხმიანობაზე", - ამბობს ცხოველის მფლობელი.

კატა არ წყვეტდა კნავილს და პატრონს გასავლელი კარისკენ
ანიშნებდა. კეჩკესი დერეფანში უგონოდ დავარდა. მამამ და ძმამ გოგონა აიყვანეს და ოჯახის ყველა წევრი სასწრაფოდ
ეზოში გამოვიდა. გონება დაკარგა ასევე თავად კატა ბომაც, თუმცა, ოჯახში მცხოვრებმა მეორე კატამ მისი გამოცოცხლება შეძლო.

გამოძახებაზე მისულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ სახლის სარდაფში დამონტაჟებულ წყლის გამათბობლიდან აირი ჟონავდა.

ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბოო მთელი ცხოვრება ელოდა, რომ  ერთ დღეს გმირულად მოქცეულიყო", - ამბობს კატის პატრონი.

Zooclub

Zooclub

ინციდენტის შემდეგ, ბოოს გმირულ საქციელს ინტენეტ მომხმარებლები ეხმაურებოდნენ.

ასევე იხილეთ:

კატა უცნაურად კნაოდა და დედას ანიშნებდა, ბავშვების ოთახში გაჰყოლოდა

კატა გვერდიდან არ შორდებოდა ოჯახის ახალშობილ წევრს. ის ხვდებოდა, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა

თბილისში ჩიხუახუამ პატრონი სიკვდილს გადაარჩინა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?