კატამ ობლად დარჩენილი ციყვის 4 ნაშიერი იშვილა
კატები ბუნებით მტაცებლები არიან. ისინი ყველაფერს უსაფრდებიან, რასაც კი მოსანადირებელ ობიექტად თვლიან. მაგალითად, ციყვებს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს.

დედა კატამ ციყვის ოთხი ნაშიერი იშვილა. მან პატარები საკუთარ შვილებად აღიქვა.

კატა, სახელად პუშა, ქალაქ ბახჩისარაის (უკრაინა) ერთ-ერთ პარკში ცხოვრობს. ცხოველს ადგილობრივი ოლგა ფადეევე პატრონობს. სწორედ მან გააზიარა კატისა და ობოლი ციყვების უჩვეულო სიყვარულის ამბავი.

"ერთ დღეს პარკის დამსვენებლებმა ყუთით პატარა ციყვები მოიყვანეს. ისინი დედამ მიატოვა. მღრღნელები დაახლოებით ოთხ კვირამდე იქნებოდნენ - თვალები ახალი ახელილი ჰქონდათ. პ
არკში ბინადრობდა ძუ კატა, რომელსაც ახალშობილი კნუტები ჰყავდა. იმედი არ გვქონდა, მაგრამ მაინც შევეცადეთ, კატისა და პატარა ციყვების დამეგობრება. ყველასთვის მოულოდნელად, შინაურმა ცხოველმა ციყვები
მიიღო", - ამბობს ოლგა.

შეჩვევის პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა: თავიდან დედა კატა უცხო არსებებს არ ეკარებოდა, ხოლო პატარა ციყვებს ძუ კატის ეშინოდათ, თუმცა, ეტაპობრივად, ისინი ერთმანეთს შეეჩვივნენ. ამჟამად ციყვები და კნუტები ერთი ოჯახივით ცხოვრობენ.

Zooclub

პუშამ რამდენიმე ხნის წინ ოთხი კნუტი დაბადა, მაგრამ ის ყველას თანაბრად კვებავს - როგორც თავის ნაშიერებს, ისე ციყვებს. მას რძე არ ჰყოფნის, ამიტომ ოლგა და მისი მეგობრები ახალშობილებს პატარა ბოთლებით თხის რძესაც უმატებენ.

პარკის დამსვენებლებს მეგობრული ოჯახი ძალიან უყვართ და მათზე არაერთი ადამიანი ზრუნავს. პატარა მღრღნელებს დ კნუტებს ერთად სძინავთ, თამაშობენ და ერთად მიირთმევენ საკვებს. ამ ცხოველებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ისინი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულნი არიან.

ასევე იხილეთ:

პიტ-ბულტერიერმა თავშესაფრიდან აყვანილი კნუტი იშვილა

კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა

კატა სასეირნოდ მარტო გავიდა, მაგრამ სახლში ოპოსუმთან ერთად დაბრუნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?