კატა სასეირნოდ მარტო გავიდა, მაგრამ სახლში ოპოსუმთან ერთად დაბრუნდა
კატა სასეირნოდ მარტო გავიდა, მაგრამ სახლში ოპოსუმთან ერთად დაბრუნდა
კატა ბლანკისიმ, რომელიც პატრონთან ერთად მექსიკაში ცხოვრობს, ქუჩაში სეირნობისას, პატარა ოპოსუმი იპოვა და სახლში წაიყვანა. კატის მფლობელი ჯესიკა როდრიგესი გაოცებული იყო, როდესაც თავისი შინაური ცხოველის ზურგზე ჩაბღაუჭებული ოპოსუმის ნაშიერი დაინახა.

"ოჯახის წევრები შოკში ვიყავით. არ ვიცით, სად იპოვა ბალანკისიმ გარეული ცხოველი. ოპოსუმის ნაშიერი სავარაუდოდ მარტო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კატა მას სახლში არ წამოიყვანდა", - ამბობს ჯესიკა.

ბლანკისი ოპოსუმს საკუთარი ნაშიერივით უვლის - გარეულ ცხოველს მის გვერდით სძინავს, ისინი ერთად მიირთმევენ საკვებს და კატა, როგორც საკუთარ კნუტს, ლოკვით ასუფთავებს.

Zooclub

ჯესიკა გეგმავს, ოპოსუმი იმ
სპეციალურ თავშესაფარს გადასცეს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებს.

ოდესღაც ბლანკისიც უპატრონო კატა
იყო. ის როდრიგესების ოჯახმა პატარა ასაკში შეიფარა, შესაძლოა კატამ გადაწყვიტა, რომ დახმარება სხვებსაც სჭირდებათ და მზრუნველობის ობიექტად ოპოსუმი აიყვანა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა პატარა მაიმუნი მას შემდეგ იშვილა, რაც 5 ახალშობილი ლეკვი მოუკვდა


კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა

"მომაკვდავი გარეული ფრინველი გადავარჩინე და ახლა ის სულ თან დამყვება..."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?