პოლიციელმა თავის მანქანაში იპოვა ბუდე ციცქნა არსებებით...
პოლიციელმა თავის მანქანაში იპოვა ბუდე ციცქნა არსებებით...
მაკ-ჰენრის ოლქში (ილინოისის შტატი) პოლიციელმა საკუთარი ავტომობილი სახელოსნოში გასარემონტებლად მიიყვანა. მას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი რემონტი იქნებოდა, მაგრამ მალე გაოცებული დარჩა იმით, რაც მექანიკოსმა მის მანქანაში აღმოაჩინა.

Zooclub

მამაკაცი შოკში იყო იმისგან, რაც მას ოსტატმა ანახა. აღმოჩნდა, რომ მანქანის ფარის ქვეშ პაწია არსებებით სავსე ბუდე იყო. მექანიკოსი და პოლიციელი ნაპოვნმა ძალიან დააბნია.

თქვენ უკვე მიხვდით, ვინ იქნებოდნენ ეს პატარა ცხოველები?

Zooclub

ეს იყო ციყვების ციცქნა ოჯახი, რომლებსაც მშვიდად ეძინათ ფოთლებში. გაოცებული პოლიციელი ვერ ხვდებოდა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ციყვები იქ. მექანიკოსმა ფრთხილად ამოიღო
ბუდე და ყუთში მოათავსა.

პოლიციელი სახლში დაბრუნდა. ყუთი კი იმ ადგილას დატოვა, სადაც მისი მანქანა
იყო გაჩერებული. მას იმედი ქონდა, რომ ციყვი მოძებნიდა შვილებს და იმ ადგილზე დაბრუნდებოდა, სადაც მათ უკვე ახალი ბუდე ქონდათ.

Zooclub

2 საათის გასვლის შემდეგ დედა ციყვიც დაბრუნდა!

რა თქმა უნდა, მას წარმოდგენა არ ქონდა, რომ ბუდე ძალიან საშიშ ადგილას გააკეთა.

Zooclub

პოლიციელისა და მექანიკოსის მოფრთხილების შედეგად ცხოველები გადარჩნენ.

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვენივრად დასრულდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?