პიტ-ბულტერიერმა თავშესაფრიდან აყვანილი კნუტი იშვილა
პიტ-ბულტერიერმა თავშესაფრიდან აყვანილი კნუტი იშვილა
6 წლის პიტ-ბულტერიერი კნუტს დაუმეგობრდა მას შემდეგ, რაც პატარა ცხოველი თავშესაფრიდან აიყვანეს. 

ძაღლი, სახელად ბუბა არიზონას თავშესაფრიდან აიყვანა პატრონმა, როცა ის 3 თვის იყო. დღეს ბუბა 6 წლის არის. 

პატრონის თქმით, ძაღლს უფრო მეტად უყვარს კატებთან და კნუტებთან მეგობრობა, ვიდრე სხვა ძაღლებთან. ამიტომ ოჯახმა ბუბას სურპრიზი გაუკეთა და იგივე თავშესაფრიდან კნუტი, სახელად რუ აიყვანა. ძაღლი ძალიან გახარებული იყო ახალ მეგობართან შეხვედრით.

Zooclub

"ბუბა დიდი სიყვარულით უვლის კნუტს. პატარა რუც ვერ ძლებს მის გარეშე. მგონია, რომ მათ შორის დედა-შვილური გრძნობაა. მას პატარაობიდან
შევატყე ეს უცნაური ჩვევა - ის თამაშობდა კატებთან, სიხარულით კუდს აქიცინებდა, როცა მათ ხედავდა და
არასოდეს გამოუხატავს აგრესია."- ამბობს ცხოველების პატრონი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ძაღლებმა უდედოდ დარჩენილი კნუტი იშვილეს

ამურის ვეფხვი მასთან შესაჭმელად შეშვებულ თხას დაუმეგობრდა

ბავშვი და იხვი - განუყრელი მეგობრები
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?