კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა
კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა
ამ მაგალითით ძაღლმა ფრედიმ დაამტკიცა, რომ სხვისი შვილები არ არსებობენ, განსაკუთრებით იმ დროს, თუ პატარები ობლად რჩებიან.

"კეთილი გულის ძაღლი ფრედი ესექსში, მაუნთფიჩეტის სასახლეში ცხოვრობს (გაერთიანებული სამეფო). ის 10 წლისაა, თუმცა, მას საკუთარი ნაშიერი არასოდეს ჰყოლია. ერთ დღეს სასახლის ტერიტორიაზე მებაღემ შემთხვევით 9 იხვის ჭუკი იპოვა", - წერს გამოცემა "The Sun"-ი.

Zooclub

პატარა იხვები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ძალიან შეშინებულები იყვნენ. მათ სანახავად მივიდა ფრედიც, რომელმაც ჭუკებთან საერთო ენა მალევე გამონახა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პატარა ფრინველების დედა მელიამ შეჭამა. ძაღლმა მათზე მზრუნველობა გადაწყვიტა და მას შემდეგ
ჭუკებს შვილებივით პატრონობს.

Zooclub

"პატარა არსებები ფრედის რამდენიმე დღეში შეეჩვივნენ. ისინი იმდენად გათამამდნენ, რომ მის ზურგზე
დასეირნობენ, თავზე აცოცდებიან და მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევენ. საცურაოდაც კი ერთად დადიან", - ამბობს სასახლის თანამშრომელი.

ასევე იხილეთ: 

პიტ-ბულტერიერმა თავშესაფრიდან აყვანილი კნუტი იშვილა

კატამ ძაღლის ლეკვები მოიპარა და სახლში წაიყვანა,მიზეზი საოცარია

ძაღლმა პატარა მაიმუნი მას შემდეგ იშვილა, რაც 5 ახალშობილი ლეკვი მოუკვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?